LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აზიანებს კორონავირუსის დელტა შტამი ადამიანის ტვინს?

170
1800x1200-medical-illustration-brain-vessel-head-01-other

ბერლინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა იმ ადამიანების თავის ტვინის ქსოვილის ნიმუშები, ვინც კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალნენ. ნიმუშების საშუალებით მათ შეისწავლეს მექანიზმები, რომლითაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მოხვდეს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ტვინში და ისიც, თუ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა ვირუსზე მას შემდეგ, რაც ეს მოხდება.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სარს-კოვ-2-ს ის დელტა შტამი თავის ტვინში ყნოსვის ორგანოებში განლაგებული ლორწოვანი გარსის მეშვეობით ხვდება. უკვე აღიარებული ფაქტია, რომ კოვიდ-19 არ არის წმინდა რესპირატორული ხასიათის დაავადება. ფილტვებზე ზემოქმედების გარდა, სარს-კოვ-2-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდპრეპარატის გამოყენებას იწყებს - "მოლნუპირავირი" დამტკიცებულია

მედიკამენტს დღეში ორჯერ მიიღებენ ახლადინფიცირებული, მოწყვლადი ჯგუფის პაციენტები.

კოვიდ-19-ით დაავადებული სამიდან ერთზე მეტ ადამიანს აქვს ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა, თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა და გულისრევა. ზოგიერთ პაციენტში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი ან სხვა სერიოზული მდგომარეობაც. აქამდე მეცნიერები ეჭვობდნენ, რომ ეს გამოვლინებები გამოწვეული იყო ვირუსის მიერ თავის ტვინის სპეციფიკური უჯრედების დაინფიცირებით, თუმცა უცნობი იყო, როგორ ხვდება ვირუსი ამ უჯრედებში. როგორც მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელები, დოქტორი ჰელენა რადბრუჩი და პროფესორი ფრენკ ჰეპნერი ამბობენ, ვირუსი ჯერ სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში ვრცელდება, შემდეგ კი გადადის ქსოვილებზე, რომლებიც ნევროლოგიურ, სასუნთქ და მხედველობის სისტემებს აერთიანებენ. სწორედ აქედან აღწევს ის თავის ტვინში, ამ მხრივ განსაკუთრებით აგრესიული კი დელტა შტამია, რომელსაც განსაკუთრებით გამოხატული ნევროლოგიური სიმპტომები ახასიათებს სხვა შტამებთან შედარებით.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 33 კოვიდ-19-ის დელტა შტამით გარდაცვლილი ადამიანის თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული ქსოვილები შეისწავლეს . ვირუსის გენეტიკური მასალა დიდწილად ლორწოვანი გარსის ნერვულ უჯრედებში აღმოჩნდა. პროფესორ ჰეპნერის თქმით, სწორედ ამის გამოა დელტა განსაკუთრებით აგრესიული ამ კუთხით.

​დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა – ვანიკო ჩხაიძე

აღსანიშნავია, რომ 33 გარდაცვლილ პაციენტს ვირუსის მძიმე ფორმა ჰქონდა, ამიტომ ჯერჯერობით ზუსტად იმის თქმა შეუძლებელია, ასევე მძიმედ აისახება თუ არა დელტა შტამით ინფიცირება ხანგრძლივ პერსპექტივაში იმ ადამიანებისათვის, ვინც ვირუსი მსუბუქად გადაიტანა.

თუმცა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებს, ვინც დელტა შტამი გადაიტანა, გაცილებით ხშირად აწუხებთ მეხსიერების გაუარესება, გულმავიწყობა და მსგავსი პრობლემები, ვიდრე იმათ, ვინც ვირუსის სხვა შტამები დაამარცხა. გარდა ამისა, კვლევამ გარკვეული წარმოდგენა შექმნა იმაზე, თუ რა ხდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრის შემდეგ და როგორ მოქმედებს იმუნური სისტემა.

დადგინდა, რომ ამ დროს ყველაზე მეტად თავის ტვინსა და სასუნთქ სისტემაში განლაგებული იმუნური უჯრედები აქტიურდებიან. დოქტორ რადბრუჩის თქმით, შესაძლოა სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული ის ფაქტი, რომ დელტა შტამით დაავადებულ პაციენტებს განსაკუთრებით ხშირად აქვთ სუნთქვის გაძნელება და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგჯერ ვირუსის გადატანის შემდეგ, პოსტ-კოვიდურ პერიოდშიც.

თუ პანდემია მასობრივი ვაქცინაციით არ ამოიწურება, ახალმა “მონსტრმა” ვარიანტმა შესაძლოა დელტა შტამი საბავშვო თამაშად აქციოს: ფაუჩი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g