მას შემდეგ, რაც 27 წლის კიმ ტუჩი 5 ტყუპის დედა გახდა, მისი მოხდენილი ფორმებისგან აღარაფერი დარჩა. ხუთ გოგონას მან ელისონ, ბეატრისი, პენელოპა, ტიფანი და კეიტი დაარქვა. მათ გარდა კიმს 8 წლის კურტი, 4 წლის აივა და 2 წლის ინდიანა ჰყავს.
„უკანასკნელი მშობიარობიდან ერთ თვეში სარკეში რომ ჩავიხედე მიხვდვი, რომ ჩემს სხეულს ვეღარაფერი უშველის: ვერც ჯანსაღი კვება და ვერც სპორტი“, – განაცხადა მრავალშვილიანმა დედამ.
პრობლემა არამარტო ესთეტიური, არამედ ფიზიკურიც იყო. ტუჩის ტკივილებვი აწუხებდა. ექვსი თვის შემდეგ მან ქირურგიული ჩარევით ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა 18 ათასი დოლარი მოგროვება საკმაოდ რთული იყო. ექიმმა ტიმ კუპერმა კლინიკა „Perth Plastic“-დან კი ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა და ახალგაზრდა ქალს ოპერაცია დაუფინანსა.
დღესდღეობით მრავალშვილიანი დედა სრულიად ბედნიერია თავის რვა შვილთან და არაჩვეულებრივ სხეულთან ერთად.

