LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩაიარა კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილმა (ფოტო)

274

გაშინ, უძველეს შოტლანდიურ სასახლეში „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები, კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დაქორწინდნენ.

ცერემონია ქალაქ ინვერურისთან მახლობლად, რეინის ტაძარში გაიმართა. ახალგაზრდებმა ყველა ტრადიცია გაითვალისწინეს: კიტი კლასიკურ პიჯაკში იყო გამოწყობილი, როუზს კი „ელი სააბის“ კაბა ეცვა, გრძელი ფატით. საკურთხელევლთან პატარძალი მამამ, სებასტიან ლესლიმ  მიიყვანა, რომელიც ტრადიციულ შოტლანდიურ სამოსში, კილტში იყო გამოწყობილი.

ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ ახალდაქორწინებულებს ბრინჯი და ვარდის ფურცლები შეაყარეს.

ქორწინების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, წყვილი ძველებური Land Rover-ით ვარდჰილის სასახლეში გაემგზავრა, რომელიც ლესლის კლანს უკვე 900 წელი ეკუთვნის.

სტუმრებს შორის ბევრ ცნობილ სახესთან ერთად, ბუნებრივია, სერიალის კოლეგებიც იმყოფებოდნენ – ემილია კლარკლი, სოფი ტერნერი, მეისი უილიამსი, პიტერ დიკლეიჯი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები