LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩავდგეთ იდეალურ ფორმაში

17
ვარჯიში

ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს, რომ „უბრალო მოკვდავებისთვის“, იდეალურ ფორმაში ჩადგომა არარეალურია, თუმცა ცდა ხომ ბედის მონახევრეა! მოდით ვნახოთ როგორ დიეტასა და ვარჯიშის განრიგს იცავენ ცნობილი ლამაზმანები. მითუმეტეს ყველა ქალი ლამაზია, თუმცა ყველას სურს, რომ უფრო ლამაზი იყოს. მამაკაცების უმრავლესობას კი სურს სამაგალითოდ მიმზიდველი იყოს. მსოფლიოში სილამაზით განთქმულმა ქალბატონებმა არაერთხელ გააჟღერეს ის მეთოდები, რომლითაც საკუთარ თავს უვლიან. გთავაზობთ ლამაზი ქალბატონების რჩევებს, რომლებსაც ხშირად მამაკაცებიც მიმართავენ.

ვარჯიში – ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, ამას განხილვაც არ უნდა. ადამიანი ბიოლოგიური მანქანაა, რომელიც მოძრაობას საჭიროებს და უმოქმედობით ინგრევა. თუ კი არ გიხერხდებათ დილით 15-20 წუთი ვარჯიში, საქმის შუალედში შეასრულეთ ვარჯიშები. ექსპერტების რჩევით კუნთების ვარჯიში შეიძლება ტრანსპორტში, სამუშაო მაგიდასთან, საუზმის მომზადების დროსაც კი. გააკეთეთ მარტივი მოძრაობები: ჩაჯდომა, დახრა, კედელთან ტანის აზიდვა, დამჯდარ მდგომარეობაში ფეხების აწევა – მთავარია იგრძნოთ ის სიამოვნება, რომელიც მოძრაობას მოაქვს.

ექიმთან ვიზიტები – სპეციალისტების გეგმური შემოწმება წესად უნდა გექცეთ. წელიწადში ორჯერ გინეკოლოგისა და მამოლოგის მონახულება აუცილებელია. 30 წლის შემდეგ აუცილებელია შაქრის, ქოლესტერინისა და პროთრომბინის განსაზღვრისთვის სისხლის ჩაბარება. ამგვარად, თქვენ არ გამოგრჩებათ მომენტი, როცა ავადმყოფობა თუ კი ის შემოგვეპარა, დამარცხებადია. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ასეთი ყურადღებით ჰოლივუდის ვარსკვლავთა უმეტესობა გამოირჩევა. ასე, რომ მიბაძეთ თქვენს კუმირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები