როგორ ჩავდგეთ სწრაფად ფორმაში საზაფხულო კურორტიდან დაბრუნების შემდეგ? – ექიმი/ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ პირველ რიგში მარილის მოხმარება უნდა შევამციროთ.
„პირველ რიგში მარილი უნდა შევამციროთ, რათა შეშუპება მოიხსნას ჩვენი ორგანიზმიდან. გააკეთეთ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე, შემდგომში უკვე დაუბრუნდით საათობრივ, რეჟიმურ კვებას.
გარდა ამისა, მარილთან ერთად, უარი თქვით შაქარზე, ცომეულსა და გაზიან სასმელებზე“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.