LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ჩავიფიქროთ  სურვილები სწორად და რა უშლის ხელს მათ ასრულებას“ – ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას რეკომენდაციები

39
ანზორ-ოდიშარია

24 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა სურვილები და მათი სწორად ჩაფიქრების მეთოდები გახლდათ. რადიოს მსმენელმა არაერთი საჭირო რეკომენდაცია მოისმინა.

ანზორ ოდიშარია: ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რომ მაისობა მთავრდება და მოდის შემდეგი პერიოდი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები გვიწევს. აღდგა სამყაროს ენერგიები და წინ უფრო პოზიტიური პერიოდები გვაქვს. ადამიანები ემზადებიან თავიანთი მეორე ნახევრის პოვნისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის. გარდა ამისა, ამ პერიოდში ხელი უნდა შევუწყოთ იმ ყველაფრის რეალიზებას, რაც ჩვენ წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი, რაზეც ვფიქრობდით, ვოცნებობდით. მათ, ვინც მოახერხებს, რომ შემდეგი 2 თვის მანძილზე ეს ყველაფერი აისრულონ, ახალი სურვილების ჩაფიქრების შესაძლებლობა ექნებათ, რადგან მოგეხსენებათ, რომ სანამ ერთი სურვილი არ ასრულდება, ის ხელს უშლის მეორე სურვილის ასრულებას. მე დღეს გასწავლით, თუ როგორ ჩავიფიქროთ სურვილები სწორად და თუ რა უშლის ხელს სურვილების ასრულებას. ადამიანები ფიქრობენ, რომ გაფიქრება, წარმოსახვა ან უბრალოდ მოთხოვნა საკმარისია. ჩვენი ცნობიერება მიეჩვია ჩვენი აზრების, ფიქრების, სიტყვების დაბლოკავს და წაშლას ისე, რომ ჩვენს ცხოვრებაზე ზემოქმედება არ მოახდინონ, რადგან ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ხანდახან უმისამართოდ, ვამბობთ ნეგატიურ აზრებს, წარმოვიდგენთ რაღაც ცუდ მომენტებს, ჩვენს წარუმატებლობას და ა.შ. და ამ ყველაფერმა რომ დღის სინათლე ნახოს და ასრულდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ჯოჯოხეთი იქნება სამყაროში, ყველაფერი რომ ასრულდეს, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებოდით. იმას არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ, რომ შფოთვის, აგრესიის, შინაგანი მღელვარების მართვა ვისწავლოთ. ეზოთერულად თვეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ამ ცუდი აზრებისგან და ენერგიისგან გაწმენდა, რომ არ მოხდეს ჯანმრთელობის, პირადი ურთიერთობების და ა.შ. დაბინძურება. როცა დედა მუდმივად ფიქრობს, რომ შეიძლება მის შვილს რაღაც დაემართოს, ეს ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ რაღაც ცუდი მოხდეს. ჩვენ ადამიანები ვართ და სულ კარგზე ვერ ვიფიქრებთ, მიტომაც აქ თავის დაცვა აუცილებელია.

როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრისგან გაწმენდა და თავდაცვა?

ყველაზე კარგი გამოსავალი პროფესიონალთან მისვლა, მედიტაცია, ენერგეტიკული წმენდაა, თუმცა არის სპეციალური მეთოდებით, მათ შორის, სიმღერა, აქტიურობა, ენერგეტიკული დაცვლა, ვარჯიში, ის, რაც ადამიანს ცნობიერების გადატვირთვაში ეხმარება. არის სპეციალური ლოცვითი პრაქტიკებიც, რის მეშვეობითაც საკუთარ თავს განწმენდა და ცუდ რაღაცებს განეშორები. რაღაც პერიოდის მერე, ნახავთ, რომ რეალურად თქვენი ცხოვრება ისე აეწყო, ისე დალაგდა, როგორი ცნობიერებაც, ფიქრებიც და გონებაც გქონდათ. ჩვენს ცხოვრებასა და ბედისწერაში ძალიან დიდი როლი აქვს მშობლებთან ურთიერთობას, იმას, თუ რას გვისურვებენ ისინი. ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ კონფლიქტი და აგრესია. ამბობენ, რომ მშობლები ღვთისგან მოვლენილი მასწავლებლები არიან. თუ ისინი რთულ გამოცდებს გვიწყობენ, უნდა დავფიქრდეთ, რაში დასჭირდა სამყაროს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გაგვევლო. ზოგადად, ბავშვები, რომლებიც რთულ გარემოში იზრდებიან, უფრო ადრეულ ასაკში აღწევენ წარმატებას. თუ ადამიანს დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსები, სასიყვარულო ურთიერთობა და ა.შ. სამომავლოდ პოზიტიური და წარმატებული იქნება. თუ მამასთან პრობლემები აქვს ეს მის სულიერებაზე, დაცულობაზე და ა.შ. მოქმედებს.

რატომღაც, ადამიანების დიდი ნაწილი მუდმივად იმაზე საუბრობს, რომ ცუდად არის, ეს რამდენად მოქმედებს ჩვენზე?

ეს ენერგო ვამპირიზმის ერთ-ერთი მეთოდია. მას ამ დროს უმსუბუქდება პრობლემა და უკეთ ხდება, შენ კი ამ პრობლემებით იტვირთები, შესაბამისად, ეს შეიძლება, რომ შენს ცხოვრებაზეც აისახოს. აუცილებელია თავდაცვის მექანიზმი, იგივე თილისმა, რომელიც ამ ყველაფერს უკუაგდებს. უნდა აარიდოთ თავი ასეთ საუბრებს.

სწორად როგორ უნდა ვითხოვოთ სურვილის ასრულება?

ადამიანებს, ჰგონიათ, რომ რასაც ითხოვენ, აუცილებლად ყველაფერი უნდა შეუსრულდეთ და უნდა მიეცეთ, თუმცა ეს ასე არ არის. სწორი ფორმაა ის, რომ ჩვენ ვითხოვოთ არა პირდაპირ სურვილის ასრულება, არამედ ხელშეწყობა, რომ თავად შევძლოთ ამ სურვილის ასრულება. სურვილის ჩაფიქრებისას, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რა გვიშლის ხელს ამ სურვილის მიღწევაში. მაგალითად, თუ ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვინდა, უნდა გავაანალიზოთ, რა გვიშლის ხელს, რადგან ხშირად ადამიანები თავისი კომპლექსების გამო თავად გაურბიან ურთიერთობას გაუაზრებლად. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის პრობლემები, რაც ხელს გვიშლის. სურვილის ჩაფიქრება ხდება ისე, რომ შენ თვლი ორ მექანიზმს, პირველი, თუ რატომ გჭირდება ეს სურვილი და მეორე, როცა გექნება, რა საჭიროება ექნება მას სხვისთვის. სახლში აუცილებლად უნდა გვქონდეს სიმბოლური შემახსენებლები, რომ ჩვენმა ცნობიერებამ გაიხსენოს, რა სურს და ნახავთ, რომ ძალიან მალე თქვენი ცხოვრება შეიცვლება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები