LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ და რა რაოდენობით წყალი უნდა მივიღოთ ზაფხულში

1677

ვინც დღეში მინიმუმ ხუთ ჭიქა წყალს სვამს, გულის მძიმე დაავადებით გარდაცვალების რისკი ბევრად უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე მათ, ვინც დღე-ღამეში მხოლოდ ორ ჭიქას მიირთმევს, ამის შესახებ  American Journal of Epidemiology, ექვსწლიანი კვლევების მონაცემები გამოაქვეყნა და დაადგინა.

იდეალური ვარიანტი – დღეში 2 ლიტრი წყალია, თუმცა, უმრავლესობა მხოლოდ 0,5 ლიტრით შემოიფარგლება, რადგან სწორედ ამდენ სითხეს შეიცავს დღის მანძილეზე მირთმეული საკვები, ჩაი, ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში ორგანიზმი ბევრად მეტ სითხეს მოითხოვს.

რა რაოდენობის სითხე უნდა მივიღოთ სიცხეში?

დეტოლოგები და ენდოკრინოლოგები, ჩვეულებრი,ვ სხეულის 1 კგ. მასაზე 30 მლ. სითხის მიღებას გვირჩევენ, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისას კი, 600-1000 მლ-ით მეტს. თუმცა, ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება, რაზეც ის წყურვილის გრძნობით მიგვანიშნებს. ასეთ დროს უკეთესია წაყალი თითო ჯერზე მცირე რაოდენობით (50-100 მლ) მივიღოთ, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე) სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. მაქსიმალური რაოდენობის ცნება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადამიანის წონაზე, ჰაერის ტემპერატურასა და მის საქმიანობაზეა დამოკიდებული. მთავარია, ყოველთვის მიირთვათ წყალი, როცა მოგწყურდებათ.

რა ემართება ორგანიზმის წყლის ბალანსს ზაფხულში?

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე ქვევით ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს. საინტერესოა, რა კავშირი აქვს სითხის სიმცირეს  წონაში მომატებასთან? დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტი წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცოტა წყალს ღებულობს შეშუპება ქრონიკულ სახეს ღებულობს.

ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილს და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ავსებს. მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს.  რეკომენდირებული არა არის ტკბილი სასმელის (“კოკა-კოლას”, ლიმონათის, ცივი ჩაის) და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევენ.

როგორ ამოვიცნოთ გაუწყლოება?

საწყის ეტაპზე გაუწყლოებას სიმპტომები არ აქვს, რადგან ორგანიზმი მანამდე დაგროვილ სითხის მარაგს ხარჯავს. თუმცა, გარკვეულ მომენტში მარაგი იცლება. ადამიანი ჯერ პირში გრძნობს სიმშრალეს და უჩნდება წყურვილის გრძნობა, მერე კი, სხვა პათოლოგიური დარღვევები – მოთენთილობა, გაღიზიანება, თავის ტკივილი და გახშირებული გულისცემა იჩენენ თავს. გაუწყლოების მძიმე ფორმას  კი, ყურადღების გაფანტვა და მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა და კანის გამოშრობა ახასიათებს.    

შეიძლება თუ არა სიცხეში წვენების მიღება?

თუ არ გინდათ წონაში მომატება, მაშინ უარი უნდა თქვათ ტკბილ სასმელებზე. არაა რეკომენდირებული სუპერმარკეთში შეძენილი წვენების დალევაც, რადგან მათში შემავალი დიდი რაოდენობით შაქარი უფრო მეტად იწვევს წყურვილის გრძნობას. თუ თქვენს ფიზიკურ აქტივობამდე მიიღებთ წვენს, მაშინ უპრობლემოდ დაკარგავთ კალორიებს, მაგრამ ვარჯიშის დროს მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი უნდა დალიოთ. სიცხეში უკეთესია უპირატესობა პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენს მიანიჭოთ. ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა, ამგვარი კოქტეილის დალევა წყალთან გაზავებით და მხოლოდ დღეში ერთხელაა რეკომენდებული.   

როგორი წყალი უნდა დავლიოთ ზაფხულში?

ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების შევიწროვების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს  გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ ”დამცავ სისტემას” რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.

შეიძლება თუ არა სიცხეში ყავისა და ჩაის დალევა?

სინამდვილეში, ყავა და ჩაი არასდროს კლავს წყურვილს. მეტიც, ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა. თქვენ იმარაგებთ მხოლოდ კოფეინს და ორგანიზმს ისევ გაუწყლოების საფრთხის წინაშე აყენებთ. ამიტომ, უკეთესია ცხელ დღეებში საერთოდ უარი თქვათ მაგარ ჩაისა და ყავაზე.

როგორ ვიგრძნოთ წყურვილი?

წყურვილისა და შიმშილის გრძნობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ ძალიან დიდია ცდუნება მივირთვათ ნაყინი ან ხილი. ზედმეტი საკვების მიღების თავიდან ასაცილებლად დალიეთ ჩვეულებრივი წყალი და თუ 20 წუთში შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხათ, მაშინ ეს მცდარი სიგნალი იყო და კიდევ რამდენიმე სათით შეგიძლიათ გადადოთ საკვების მიღება.

რამდენად სასარგებლოა ბალახის ნაყენი?

ზაფხულში ჩაის მაგივრად უკეთესია ბალახის, თუნდაც კამის ნაყენი მიირთვათ, რომელიც მდიდარია С ვიტამინით და იმ აუცილებელი მინერალური მარილებით, რომელსაც ადამიანი ოფლის გამოყოფის დროს კარგავს. ძილის წინ ცაცხვის ნაყენი მიირთვით, სასარგებლოა ასკილის და მოცხარის ფოთლების ნაყენიც.

როდის უნდა დავლიოთ წყალი?

საკვების მიღებამდე წყლის დალევა მისაღებია, თუმცა, მცდარია აზრი, თითქოს ის ამცირებს მადას ან შიმშილის გრძნობას. ჭამის პროცესში წყლის დალევა ასევე რეკომენდირებულია, თუმცა ნუ დალევთ ძალიან ცივ წყალს, რადგან ის ხელს უწყობს საკვების კუჭიდან ნაწლავებში სწრაფად გადასვლის პროცესს. კუჭი ვერ ასწრებს მონელებას და დატვირთვა ნაწლავებზე მოდის. არ შეიძლება საკვებზე ჩაის დაყოლებაც, რადგან ისიც ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს, წვენებიდან კი, შედარებით ნეიტრალური – არც ზედმეტად ტკბილი, არც მჟავე სასმელი აირჩიეთ, რადგან ყველა ტკბილი სასმელი კალორიულია, ზედმეტად მჟავე კი, ხშირ შემთხვევაში გასტრიტსა და წყლულს იწვევს.  

მავნებელია თუ არა ციტრუსი?

ზოგადად ციტრუსი სასრგებლოა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო, რადგან ზედმეტი ციტრუსის მიღება კუჭის გაღიზიანებას, დიათეზსა და ინდივიდუალურ ალერგიულ რეაქციას იწვევს. გაითვალისწინეთ, რომ თავად ციტრუსი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისგან მიღებული წვენი, რადგან მასში თითქმის აღარ რჩება უჯრედისი, სამაგიეროდ ბევრია ნახშირწყლები და ასკორბინის მჟავა, რაც ბევრში ალერგიას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g