LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ დაგტრიალებს თავს ყველა და გეფერება დე… გიწყობენ და გილამაზებენ შენს ახალ სახლს… ენატრები შენს გამწარებულ დედას შვილო ძალიან“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

706
ლამარა სურმანიძ ემეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა.

მეგი ჯაიანის დედა ლამარა სურმანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დე ჩემო გულის და სულის ნაწილო 😥 როგორ დაგტრიალებს თავს ყველა და გეფერება დე 💔😥 გიწყობენ და გილამაზებენ შენს ახალ სახლს დე 💔 დიდი თუ პატარა ყველა მონაწილეობს დე 😥 იტყვიან ადამიანი რომ მოკვდება ყველას მაშინ უყვარდებაო მაგრამ, შენს შემთხვევაში ასე არ არის ჩემო დედიკუნა 😥💔 დარწმუნებული ვარ შენ მართლა ყველას გულით უყვარდი დე შენი წრფელი და სუფთა გულით შვილო 💔 ყველა გეცოდებოდა ყველას ტკივილი გულთან მიგქონდა დე 😥💔 ეხლა შენი დიდი ტკივილი მიიტანა ყველამ გულთან შვილო 😥 ერთი წუთით მარტო არ გტოვებენ შენი და ნაზის სამეგობრო დე 😥 სიტყვებს თავს ვერ ვუყრი შვილო ისეთი გამწარებული ვარ დედიკუნი მენატრები ჩემო დედიკუნა 😥 ალბათ მალე შევხდებით დე და იქ მაინც ჩაგიკრავ გულში და დაგიცავ დე აქ ვერ დაგიცავი შვილო მაპატიე, დე გთხოვ… მაპატიე რომ ვერ დაგიცავი 😥 ენატრები შენს გამწარებულ დედას შვილო ძალიან 💔😥😥😥“, – წერს ლამარა სურმანიძე. 

„ამ ამბავს ასე არ დავტოვებ! ყველამ უნდა აგოს პასუხი… როგორც შენ იტყოდი, ნაზი მამას ვაჟკაცივით უდგას გვერდითო, გავაგრძელებ მაგ გვერდში დგომას“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„7 უსასრულო დღე გავიდა უშენოდ, რა დაინახე აქ, რომ 22 წელი საკმარისი აღმოჩნდა შენთვის? ამ პატარა ასაკში, ამხელა სიყვარულის დათესვა როგორ მოასწარი?! ყველა აატირე, ყველას ცხოვრება შეცვალე, ყველას გული დასწყვიტე“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისა დროს დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g