LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიხარჯება დედაქალაქის 1 მილიარდ 305 მილიონიანი ბიუჯეტი: „მომავალი წლიდან 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას“

112
Untitled design - 2021-12-29T114046.629

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება, ასევე დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას.

ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მერია მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დაიწყებს ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას.

„თქვენ იცით, რომ დედაქალაქის საკრებულომ გუშინ დაამტკიცა ბიუჯეტი უპრეცედენტო მაჩვენებლებით.

მილიარდ 305 მილიონი – საბიუჯეტო ნაწილი, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრებით – 240 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება.

ჯამში ეს არის მილიარდ 545 მლნ ლარი.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას.

აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებს, ასევე დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. ეს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია, თუმცა, არანაკლებ პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. ეს არის: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი;

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენის მიზნით გამოყოფილია 5 მლნ ლარი;

500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის.

15 პარკის პროექტი;

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;

მინდელისა და მეტეხის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა,

მათ შორის ერთი ძველი, ავარიული ბაღის ადგილას აშენდება;

ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში;

სპორტული ცენტრების მშენებლობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მათზე ჯამურად 190 მლნ ლარი დაიხარჯება.

ეს პროექტებია: ​

ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

​მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება;

უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა;

ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ზღვის უბნის პარკის მოწყობა;

​ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტები, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია;

​გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება;

ვარკეთილში, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; ​

დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;

​ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება.

მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს და დაგპირდეთ, რომ მომავალი წლიდან სრული დატვირთვით დავიწყებთ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g