LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიკლო მალიბუ ტუღუშმა 24 კილოგრამი: „მინდოდა ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა…“

120
malibu tugushi

მალიბუ ტუღუში უკვე სამი წელია, რაც აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად, როგორც ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, ადვილი გზა, როგორც ემიგრანტს, არ გაუვლია – მალიბუმ თავის გარეგნულ ცვლილებებზე ისაუბრა:

„ახლა როგორი ვიზუალიც მაქვს, დიდი ხანია, ასეთზე ვოცნებობდი. ახლა რომ პატარა მალიბუმ დამინახოს, იტყვის: ვაუ! ვერ წარმოიდგენდა. ამერიკაში რომ ჩამოვედი, არასწორი კვების რეჟიმის გამო წონაში მოვიმატე. ერთ დღესაც, რომ გავიღვიძე, საკუთარ თავს ვუთხარი: მოდი, ეს ყველაფერი შევცვალოთ და მარტივად გადავწყვიტე, კვება შემეზღუდა. წელიწადნახევრის განმავლობაში მივირთმევდი ცოტას და ვაკონტროლებდი საათებს, 18 საათი არ ვიღებდი საკვებს, საკმაოდ ბევრი დავიკელი, დაახლოებით, 24 კილო. მინდოდა ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა და ამაში პილატესი დამეხმარა. ერთი წელია, რაც პილატესზე დავდივარ, ჩემი ცხოვრების წესი გახდა, ჩემი ცხოვრების ნაწილი, მის გარეშე აღარ შემიძლია…“

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „თბილისელების“ 24 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

რატომ გადაწყვიტა მალიბუ ტუღუშმა აშშ-ში საცხოვრებლად წასვლა: „საქართველოში ჩემი ოჯახი დავტოვე. სრულიად მარტო ვარ აქ. მეგობარიც კი არ მყავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g