ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვანოს შოუში იმყოფებოდა სტუმრად. ნანუკამ ისაუბრა როგორ დაიკლო წონაში.
„ ეს არის გადაწყვეტილება, რომ ცხოვრებისეულად უარი თქვა ტკბილზე და ნამცხვარზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ უარი თქვა, ხანდახან შეგიძლია, ჭამო.
არ ვსვამ გასახდომ წამალს. ჭორები დადის, ნანუკა გასახდომ წამალს იკეთებსო. მინდა ვთქვა, რომ ეს ტყუილია. პირიქით, მის გაკეთებას არავის ვურჩევ.
არანაირი კუჭის ოპერაცია არ გამიკეთებია. პლასტიკური ქირურგია გავიკეთე და ვიკვებები იმაზე გაცილებით უფრო ნაკლებად, ვიდრე მანამდე. რვა ფუნთუშას რომ ვჭამდი და 20 ხინკალს, მსგავსი რამ ჩემ ცხოვრებაში აღარაფერი ხდება.
სხვათა შორის, რაც წონაში დავიკელი ინსტაგრამზე გამომწერები მომემატა“. – აღნიშნა ნანუკამ.