„ვენეციის კინოფესტივალი“ დასრულდა, თუმცა წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი ვარსკვლავების „ლუქების“ შესახებ საუბარი არ წყდება. მათგან ერთ-ერთია კრიშტიანო რონალდოს საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი.
როდრიგესმა „ვენეციის კინოფესტივალის“ წითელი ხალიჩა სამი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული „ლუქით“ დაიპყრო. 30 წლის ვარსკვლავმა ჯერ შავ ბოდეს ბადე კოლჰოტი შეუხამა, შემდეგ შავი სადა კაბა ჩაიცვა, ბოლოს კი ღია ატმისფერი კლასიკური კაბა მოირგო. ეს უკანასკნელი გახდათ „ოსკარ დე ლა რენტას” გრძელი კაბა, რომელსაც რეალითი შოუს ვარსკვლავმა Pasquale Bruni-ს ნატიფი სამკაულები შეუხამა.
სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა „ინსტაგრამზე“ კინოფესტივალის სამზადისის შთამბეჭდავი ვიდეო გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს ის ეტაპები, რომელიც როდრიგესმა გაიარა.
სამზადისი თვითმფრინავის სალონში, გარშემორტყმული უამრავი სტილისტი და უძვირფასესი სამკაულების დიდი არჩევანი, ყოფილ კონსულტანტს ახლა ყველაფერი აქვს, რაზეც ადრე, მხოლოდ ოცნება შეეძლო.
ცნობისთვის, დასავლური მედია მოდელის და ლეგენდარული ფეხბურთელის შესაძლო, ფარულ ქორწინებაზე ალაპარაკდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.