LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე

სიზარმაცე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. სიზარმაცემ შეიძლება იმოქმედებს ადამიანის ნაყოფიერებაზე, მობილიზებულობასა და ჯანმრთელობაზეც კი.

ის, რასაც სიზარმაცეს უწოდებთ შესაძლოა მოტივაციის ნაკლებობა, გადაღლა ან რამე სხვა იყოს და პრობლემის მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯი რეალური მიზეზის დადგენაა.
არ იყოთ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრები, დაისახეთ რეალისტური მიზნები, ითხოვეთ დახმარება თუკი ამის საჭიროება არსებობს და დაბალანსებული კვებაც არ დაგავიწყდეთ.

როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე?

  1. დაისახეთ რეალური მიზნები
    არარეალური მიზნების დასახვას ადამიანის გადაწვა შეუძლია. საქმის შედეგად გადაწვა კი სტრესის, ინტერესისა და მოტივაციის დაკარგვის და ბევრი სხვა პრობლემის გამომწვევი ხდება.
    ამიტომ, დაიწყეთ მცირედით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნუ იჩქარებთ.
  2. არ იყო საკუთარი თავის მიმართ მკაცრი
    იდეალური არავინაა და საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი სიმკაცრით შესაძლოა დეპრესიულიც კი გახდეთ.
  3. საკუთარი თავის პოზიტიურად შეფასება
    საკუთარი თავისთვის იმის თქმა, რომ ზარმაცი ხარ, ნეგატიური შეფასების ფორმაა. ამის ნაცვლად სცადეთ პოზიტივზე კონცენტრირება და სასიამოვნო შედეგებიც არ დააყოვნებს.
  4. მოქმედების გეგმა
    იმის დაგეგმვა თუ როგორ აპირებთ ამა თუ იმ დავალების შესრულებას, ყველაფერს მაქსიმალურად ამარტივებს. იყავით რეალისტური და სწორად განსაზღვრეთ თუ რამდენი დრო და ძალისხმევა სჭირდება ამა თუ იმ მიზანს და გეგმავს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.
  5. ძლიერი მხარეები
    გამოძებნეთ დრო იმისთვის, რომ კარგად გაიაზროთ თუ რა არის თქვენი ძლიერი მხარე. შემდეგ ეს ძლიერი მხარეები სხვადასხვა ასპექტებისკენ მიმართეთ. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება ადამიანებს ბევრად უფრო პროდუქტიულს ხდის, ზრდის პოზიტიურ აზროვნებასაც.
  6. ითხოვე დახმარება
    ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანია. თუმცა, ასეთი შესაძლებლობის გამოყენებაზე უარის თქმით შესაძლოა წარმატება ხელიდან გაუშვათ.
    გარდა გეგმების შესრულებისა, დახმარებით თხოვნა სხვა ადამიანებთან კომუნიკაციასა და მოტივაციის ზრდაშიც დაგეხმარებათ.