თუკი გადაწყვიტეთ, რომ მოწევისთვის თავის დანებება გსურთ, სასურველი მიზნის მიღწევას ცხოვრების სტილში მცირედი ცვლილებების შეტანით შეძლებთ.
იფიქრე პოზიტიურად
მოწევისთვის თავის დანებება ალბათ წარსულშიც არაერთხელ გიცდიათ, თუმცა უშედეგოდ. ცუდმა გამოცდილებამ თქვენს ცხოვრებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
გადახედეთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს და მათ გამოსწორებაზე კონცენტრირდით.
სიგარეტის გადაგდების გეგმა
დადეთ პირობა, განსაზღვრეთ თარიღი და მიყევით გეგმას. როგორც კი რთული მომენტი დაგიდგებათ, გაიხსენეთ თქვენი მიზანი.
მოერიდეთ ისეთ ადგილებს (მაგალითად, წვეულებებს) სადაც ცდუნება მეტია.
შეცვალე რაციონი
თუკი ვახშმის შემდეგ სიგარეტი თქვენი საყვარელი ჩვევა იყო, გადახედეთ რაციონს. როგორც ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, ზოგიერთი საკვები, მაგალითად ხორცი, თამბაქოს უფრო სასიამოვნო არომატს აძლევს.
მეორე მხრივ ყველი, ხილი და ბოსტნეული გემოს აფუჭებს. ასე რომ, მიირთვით ისეთი საკვები, რომლის შემდეგაც სიგარეტი ნამდვილად არ მოგეწონებოდათ.
შეცვალე სასმელი
იგივე კვლევა სასმელსაც შეეხებოდა. ალკოჰოლი, კოლა, ჩაი და ყავა სიგარეტის გემოს აუმჯობესებს.
ასე რომ როდესაც გარეთ ხართ, დალიეთ მეტი წყალი და წვენი. სასმლის შეცვლას ნიკოტინის მოთხოვნილების შეცვლა შეუძლია.
განსაზღვრე თუ როდის გიჩნდება განსაკუთრებული მოთხოვნილება
განსაკუთრებული მოთხოვნილება (სურვილი) შესაძლოა 5 წუთი გაგრძელდეს. ასე რომ სანამ დანებდებით, 5 წუთიანი სტრატეგია შეიმუშავეთ.
მაგალითად, დატოვეთ წვეულება, იცეკვეთ ან გაისეირნეთ. გახსოვდეთ ისიც, რომ ალკოჰოლისა და თამბაქოს კომბინაცია პირის კიბოს გაჩენის რისკს 38-ჯერ ზრდის.
იმოძრავე
არაერთი მეცნიერული კვლევით დასტურდება, რომ ფიზიკურ აქტივობას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ვარჯიშის დროს ტვინი ისეთ ჰორმონებს გამოყოფს, რომელიც თამბაქოს მოთხოვნილებას ებრძვის.
გადააგდეთ სიგარეტი სხვასთან ერთად
იპოვეთ ახლობელი, მეგობარი რომელსაც თქვენსავით სიგარეტისთვის თავის დანებება სურს და გააკეთეთ ეს ერთად. ერთმანეთის გაკონტროლებით მიზანს უფრო მარტივად და მხიარულად მიაღწევთ.
გაიჩინე არამწეველი მეგობრები
როდესაც წვეულებაზე ხართ, იყავით ახლოს არამწეველებთან.
არამწეველ ადამიანებთან დროის გატარება თამბაქოს გადაგდებაში დიდ დახმარებას გაგიწევთ.
დააკავე პირი და ხელები
არსებობს ათობით ტაბლეტი, საღეჭი რეზინი, სპრეი, რომელიც ნიკოტინის ჩასანაცვლებლადაა განკუთვნილი.
ჩამოწერე პუნქტებად, თუ რატომ გსურს მოწევისთვის თავის დანებება
ხშირად შეახსენეთ თქვენს თავს, თუ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. შეადგინეთ სია, სადაც ყველა იმ მიზეზს ჩაწერთ რატომაც ანებებთ სიგარეტს თავს.