ახალი წელი ბევრ დადებით ემოციასთან ერთად ჭამა-სმასთანაც ასოცირდება. ზედმეტი კალორიების მიღება ალბათ ყოველი მეორე ადამიანის პრობლემაა, განსაკუთრებით კი დღესასწაულების დროს.
ფორმის დაბრუნება ეტაპობრივად უნდა დაიწყოთ და ამაში რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.
1. წადი სასეირნოდ
ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ გასეირნება თავს ნამდვილად უკეთ გაგრძნობინებთ, როგორც ემოციურ ისე ფიზიკურ დონეზე.
სიარული საჭმლის გადამუშავების პროცესს ეხმარება და დისკომფორტსაც აქრობს.
2. გამოიძინე
საკმარისი ძილი დილიდანვე სწორი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. არაერთი კვლევით მტკიცდება, რომ ძილის ნაკლებობას მადის გაზრდა და რიგ შემთხვევაში კვებითი აშლილობის გამოწვევაც შეუძლია.
3. ჯანსაღი საუზმე
დღის ჯანსაღი საკვებით დაწყება სწორ გზაზე დაბრუნებაში დაგეხმარებათ. კარგი ძილის შემდეგ კარგად ჭამა ჯანსაღი რუტინის მთავარი ნაწილია და მთელი დღის სწორად გატარებაში დაგეხმარებათ.
4. წყალი
საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება არა მხოლოდ ჯანმრთელობაა, არამედ წონის კლებასაც უწყობს ხელს.
ზედმეტი რაოდენობის კალორიების მიღების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს გაუწყლოების პრობლემაც არ დაუმატოთ.
5. არ გამოტოვო საკვები
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ უმჯობესია დღის განმავლობაში არც ერთი საკვების მიღება არ გამოტოვოთ. ასეთი რაციონი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და სასურველი წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
6. ვარჯიში
რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით კი დღესასწაულების შემდეგ.
ვარჯიშს მადის დარეგულირებაც შეუძლია და ზედმეტი საკვების მიღების სურვილსაც აქრობს.