LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი მოგზაურობის დროს ძარცვისგან – 6 რჩევა

133
Capture

ფულის ან პირადის ნივთების დაკარგვას ნებისმიერი შვებულების ჯოჯოხეთად გადაქცევა შეუძლია.
მსგავსი რისკების შესამცირებლად სადაზღვევო კომპანია True Traveller-მა უსაფრთხოების 6 წესი გააზიარა.

1. გაუფრთხილდი ფულს
საკრედიტო ბარათი და 50 ევროიანი კუპიურა სხვა ფულისგან განცალკევებულ ადგილას გადამალეთ. კარგი იდეაა მაგალითად, ბარათის რუკაში ან რამე წიგნში დამალვა, მსგავს ნივთებს ქურდები არასდროს იპარავენ.

2. საზოგადოებრივი ტრანსპორტი
როდესაც მატარებლით, ავტობუსით ან სხვა მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილდებით, ფული და პასპორტი წელის ჩანთაში შეინახეთ.
წელის ჩანთის მოპარვის მცდელობა დიდი ალბათობით არ გამოგეპარებათ.

3. არ ატარო თან დიდი ოდენობით ნაღდი ფული
საკმარისია თუკი მხოლოდ 200 ევრომდე ფულს იქონიებთ, დანარჩენს კი საჭიროების შესაბამისად ბარათიდან გამოიტანთ ხოლმე.

4. გამოიყენე სეიფი
თუკი თქვენი სასტუმროს ოთახში სეიფი არ არის, მისაღებში მაინც იქნება. ამიტომ გამოიყენეთ ის, შეინახეთ ყველაფერი შიგნით, როგორც ფული და პასპორტი, ასევე ის ტექნიკაც რომელსაც არ იყენებთ.

5. ყურადღება არასდროს მოადუნო
როდესაც რესტორანში შეხვალთ სავახშმოდ, პირადი ნივთები მაგიდის ქვეშ მოათავსეთ. თუმცა, ყურადღება არასდროს მოადუნოთ, კარგი იდეაა თუკი ჩანთას თოკით ფეხზე მიიმაგრებთ.

6. შეეცადე დაბნეულმა არ იარო
თუკი ქუჩაში იდგებით დაბნეული სახით, თქვენი ახალი აიფონითა და კისერზე ჩამოკიდებული ძვირადღირებული კამერით, იცოდეთ რომ კარგი საკბილო ხართ. ამიტომ შეეცადეთ ზედმეტი ყურადღება არასდროს მიიქციოთ.
და ბოლოს, ამა თუ იმ ქვეყანაში წასვლამდე ყოველთვის ჩაატარეთ პატარა გამოკვლევა, რათა ყველანაირი გარემოებებისთვის იყოთ მზად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები