როგორ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფიტნეს ტრენერმა ტატო ბახტურიძემ ისაუბრა.
რატომ უჭირთ ადამიანებს ჯანსაღი კვების დაწყება?
დავიწყოთ იმით, რომ როცა ადამიანები იკვებებიან არასწორად, უჭირთ სწორი კვების დაწყება. გარდა ამისა, სწორ კვებამდე ადამიანებს მოსინჯული აქვთ დიეტის სხვადასხვა ფორმა და ესეც ქმნის პრობლემას.
ჯანსაღი კვება არის მორგებული კვება, ოთხჯერადი ან ხუთჯერადი. თუ ძალიან უჭირთ კონკრეტული საკვების მიღება, რომელიც აუცილებელია სწორი კვებისთვის, შეგვიძლია მოვარგოთ არაჯანსაღიც, თუმცა შევამციროთ კალორიები.
რა შედის სწორ კვებაში?
სწორ კვებაში შედის ბურღულეული, ხორცეული, თხილი, რომელიც ცილის შემცველია, ბოსტნეული და ხილი. მთავარია დაბალანსებულად მივიღოთ, თუ უზომოდ მივიღებთ ამ საკვებს, ესეც გამოიწვევს წონაში მატებას.
ვარჯიშის პროცესში რის გაკეთება უჭირთ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად კარდიო ვარჯიშები, ეგრეთ წოდებული „სტეპები“, რომელიც წონის კლებას უწყობს ხელს.
როდესაც სხეულის გარკვეულ უბნებში აქვთ ცხიმის პრობლემა, როგორ ხდება ამ ცხიმის რეგულირება?
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ კონკრეტულ ადგილებში შეგვიძლია დავიკლოთ. ეს ასე არ ხდება. ყველაფერი დამოკიდებულია გენეტიკაზე. ორგანიზმი თვითონ წყვეტს, საიდან დაიწყება კლება.