LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავზოგოთ ფული ყოველდღიურ ცხოვრებაში და მივიღოთ eloan?

116

eloan ანუ ინტერნეტ სესხი შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფად და მარტივად მიკრო საფინანსო ორგანიზაცია 4finance –ს ბრენდისგან Vivus.ge.

Vivus -ის e-loan -ის მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.vivus.ge, შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი და kredit -ის დამტკიცების შემთხვევაში, თანხას რამდენიმე წუთში მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე. თუმცა სანამ საკუთარ თავს ვალის აღების აუცილებლობის წინაშე დააყენებთ, სჯობს, ფული ისე გადაანაწილოთ, რომ სესხის აღება არ დაგჭირდეთ.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში, შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფულის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

რჩევა N1 – შეიძინეთ პროდუქტები დიდ შეფუთვაში

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, დიდი შეფუთვის სარეცხის ფხვნილი შესაძლოა პატარაზე ძვირი ღირს, მაგრამ ის ხშირად ორჯერ უფრო დიდხანს გყოფნით ვიდრე 2 ცალი პატარა შეფუთვით ნაყიდი იგივე პროდუქცია.

გაითვალისწინეთ გამოცდილი დიასახლისების მიერ შემუშავებული ეს მეთოდი ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მალე არ ფუჭდება და დაზოგეთ გარკვეული თანხა.

რჩევა N2 – ისწავლეთ მინიმალისტურ სტილში ჩაცმა

ეცადეთ შეარჩიოთ ერთი სტილის სამოსი, რომლებიც ერთმანეთს უხდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ გაქვთ 5 ქვედატანი, 5 ზედატანი და 5 ფეხსაცმელი, რომლებიც ერთმანეთს არ უხდება, ეს ნიშნავს რომ თითოეული მათგანისთვის მეწყვილის შეძენა მოგიწევთ. გარდერობის განახლებისას ყოველთვის გაითვალისწინეთ ის სამოსი რომელიც უკვე გაქვთ და ეცადეთ ახალი ტანსაცმელი მათი შესაფერისი იყოს.

რჩევა N3 – შეადარეთ ფასები

კარგად შეისწავლეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მაღაზიების ფასები, შეადარეთ ისინი და შეარჩიეთ ის მაღაზია, სადაც საქონელი უფრო იაფია. ამას შესაძლოა, გარკვეული დრო და ენერგია დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩებით, რადგან თანხას დაზოგავთ.

რჩევა N4 – ეკონომია საკვებზე

საკვებზე ეკონომიის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მეთოდი გახლავთ სადილების იმის გათვალისწინებით მომზადება, თუ რომელ საკვებ პროდუქტებზეა მოცემულ პერიოდში ფასდაკლება. თანამედროვე სუპერმარკეტებს ახასიათებთ ყოველდღიური ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტებზე. ნუ უგულვებელყოფთ მათ, პირიქით მოარგეთ თქვენი და თქვენი ოჯახის კვების რაციონი ამ ფასდაკლებებს.

რჩევა N5 – ეკონომია ავტომობილზე

ავტომობილის ხარჯების შემცირების საუკეთესო მეთოდი, რა თქმა უნდა, გახლავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, თუმცა თუ პირად სამგზავრო სივრცეზე უარის თქმა თუ გიჭირთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

ავტომობილის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ გამძლე და ეკონომიურ მოდელებს.

რაც შეეხება ბენზინის ხარჯების შემცირებას, სპეციალისტები გირჩევენ ხშირად გაასუფთავოთ ჰაერის ფილტრი.

კვლევების თანახმად, სუფთა ჰაერის ფილტრი ავტომობილის წვას 7% -ით ამცირებს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g