LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება მეტყველების სირთულეების დაძლევაში მუსიკათერაპია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

428
მარინა ალთუნაშვილი

როგორ ეხმარება მეტყველების სირთულეების დაძლევაში მუსიკათერაპია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ მუსიკათერაპევტმა მარინა ალთუნაშვილმა ისაუბრა.

არის თუ არა დამხმარე ელემენტი მუსიკათერაპია მეტყველების სირთულეებს დაძლევისას?

მუსიკათერაპია აქტიურად გამოიყენება როგორც ბავშვებთან ასევე მოზარდებთან და ზრდასრულებთან.

მეტყველების სხვადასხვა სირთულეებთან გასამკლავებლად შეიძლება ზუსტად მუსიკათერაპია გახდეს პრობლემის გადაჭრის გასაღები.

თუ ბავშვის მეტყველების და კომუნიკაციის უნარები არ შეესაბამება მის ასაკობრივ განვითარებას, არ ესმის მითითებების შინაარსი, უჭირს მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა, მითითებების შესრულება, ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი წინადადების წარმოთქმა, სტრესის შემთხვევაში წინადადების გადაბმულად გაჟღერება,ან აზრის გადმოცემა ესე იგი მას მეტყველების შეფერხება აქვს. მშობლებისთვის ეს ხშირად გამოწვევად იქცევა, მაგრამ არსებობს მეთოდი, რომელიც ბავშვს ბუნებრივად და მხიარულად ეხმარება სირთულეების გადალახვაში – ეს არის მუსიკათერაპია.

ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიდგომა რას გულისხმობს?

  • ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპია უნიკალური მიდგომაა, რომელიც ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას ინსტრუმენტების და ვოკალის საშუალებით.
  • ბავშვი უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე და თანდათან
  • იწყებს ხმების, სიტყვებისა და წინადადებების ფორმირებას.
  • მუსიკის მეშვეობით ვამყარებთ კომუნიკაციას.
  • მუსიკალური დიალოგის საშუალებით ვურთიერთობთ
  • სიტყვების გამღერების საშუალებით, ვსწავლობთ სწორ მეტყველებას

რა უმჯობესდება მუსიკათერაპიით?

უმჯობესდება სუნთქვა და ვითარდება პირის კუნთები, რაც ხელს უწყობს სამეტყველო აპარატის განვითარებას. მუსიკა ეხმარება ადამიანს მეტყველების ბუნებრივ დინებაში, ასწავლის პაუზებისა და ინტონაციის სწორად გამოყენებას.
მუსიკალური თამაშები და სიმღერები ახალი სიტყვების ათვისებას ამარტივებს.
მუსიკალურ აქტივობებში ბავშვი სწავლობს მოსმენას, გამოხატვას და კომუნიკაციას.
მუსიკათერაპია ბავშვს მატებს თავდაჯერებულობას.

მუსიკა მეტყველებას არ აიძულებს – ის ამისკენ უბიძგებს! მუსიკათერაპია გამოიყენება ენა მეტყველების დაგვიანების შემთხვევებში, გენერალიზებული და სელექციური მუტიზმის შემთხვევაში, დისპრაქსიის შემთხვევაში, სხვადასხვა ენისა და მეტყველების სირთულეების შემთხვევაში, ასევე სოციალური კომუნიკაციის დარღვევების დროს.

მუსიკათერაპია სმენადარღვეული პირების სარეაბილიტაციო კურსის განუყოფელი ნაწილია. პაციენტები სწავლობენ სამყაროს აღქმას მუსიკით, და შემდგომ იწყებენ მეტყველების სწავლას.

ასევე ძალზედ მუსიკათერაპია ეფექტურად მუშაობს ლოგონევროზის ანუ ენა-ბორძიკის შემთხვევაში.

ზრდასრულებში აქტიურად გამოიყენება აფაზიის დროს, როდესაც ინსულტის ან თავის ტვინის დაზიანებების შემთხვევაში , ზრდასრული ადამიანი კარგავს მეტყველების უნარს.

ენა და მუსიკა მჭიდროდ დაკავშირებული უნარებია, რომლებსაც აქვთ საერთო: მელოდია, მეტყველების რიტმი და ინტონაცია.

მუსიკა გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე, აღქმაზე და ასევე ჩვენს ქცევაზე. როგორ მუშაობს მუსიკა ზოგადად და მუსიკალური თერაპია ენისა და კომუნიკაციის დარღვევებზე, გამოკვლეულია ბოლო წლების სხვადასხვა კვლევებში.

მუსიკალურ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა ასტიმულირებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენის დამუშავებაზე. ეს ჰოლისტური მიდგომა ხელს უწყობს ბავშვების მხარდაჭერას არა მხოლოდ ენობრივ, არამედ ემოციურ და შემეცნებით განვითარებაშიც.

ინსტრუმენტული დაკვრის, სიმღერის და მუსიკაზე გადასვლის გზით მიიღწევა ისეთი მიზნები, როგორიცაა ენის ათვისება, სოციალურ-კომუნიკაციური უნარები, ენობრივი ცნებები, ორალური მოტორული უნარები, სუნთქვის კონტროლი და მიზანმიმართული ფონემების/ფონემური კავშირების გამოყენება.

დაგვიანებული ენის განვითარების მქონე ბავშვებს სხვა კოგნიტური, სოციალურ-ემოციური და აკადემიური პრობლემების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. მუსიკალური თერაპია, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას ბავშვებში მოკლე დროში!

მუსიკასა და ენას აქვს რამდენიმე სტრუქტურული მსგავსება, როგორიცაა რიტმი, ხმა და ტემბრი. ეს საერთო მახასიათებლები ტვინს საშუალებას აძლევს დაამუშაოს მუსიკა და ენა მსგავსი თავის ტვინში ნეირონების და შემდგომ ნერვული გზების მეშვეობით. როდესაც ბავშვები უკრავენ მუსიკას, ეს ნეირონების ნერვული კავშირები ძლიერდება, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ენის განვითარებას.

დასარტყამი ინსტრუმენტების გამოყენება აუმჯობესებს მოტორულ განვითარებას. სიმღერა შეიძლება იყოს შესანიშნავი საშუალება მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვების დასახმარებლად. გაირკვა, რომ ბავშვებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მუსიკალურ აქტივობებში, აუმჯობესებდნენ მეტყველების და ენის უნარებს!
ასევე აღმოჩნდა, რომ სიმღერა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.

მუსიკას შეუძლია გააფართოოს თავის ტვინში ინფორმაციის გადამუშავების უნარი. ამას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ზოგადი უნარები, ქცევა, სენსორული ინტეგრაცია და ზოგადი კოორდინაცია. ამიტომ, ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად აქტიურად მუზიცირებენ, შეუძლიათ გააუმჯობესონ მეტყველების და კონცენტრაციის უნარები.

ჩემმა ერთმა თერაპიის მიმღებმა აღნიშნა, რომ მას კარგმა სიმღერის ჩვევებმა აღუდგინა მეტყველების უნარი! მან დაიწყო მისი მთელი სიმღერის ტექნიკის გამოყენება სალაპარაკო ხმის გასააქტიურებლად – სწორად სუნთქვა, სხეულისგან ხმის მხარდაჭერა, ჰაერის თავისუფლად გადინების საშუალება ყელში, თავში და პირში.

სიმღერის დროს ბავშვებს უვითარდებათ სინტაქსის (სიტყვების რიგი), ლექსიკის ცოდნა და ენობრივი ნიმუშები. ეს შაბლონები ხშირად განმეორებადი, მიმზიდველია და შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს დაეხმარონ ლექსიკის, გრამატიკისა და გამოთქმის სწავლაში.

რატომ არის რიტმი და სიმღერა ასე მნიშვნელოვანი ენისა და მეტყველების განვითარებისთვის.

მუსიკალური შეთავაზებები მხარს უჭერს ლექსიკის გაფართოებას, რადგან რიტმი, ინტონაცია და პაუზები მეტყველებაში უადვილებს ბავშვებს ამოიცნონ და ისწავლონ სიტყვები მეტყველების ნაკადში. მელოდიები და რიტმები ასევე ხელს უწყობს იმას, რაც ცნობილია როგორც ფონოლოგიური ცნობიერება.

მოდით ვისაუბროთ აფაზიასა და მუსიკათერაპიაზე…

არსებობს მრავალი კვლევა აფაზიის სამკურნალოდ მუსიკის გამოყენების შესახებ. ერთი თეორია არის ის, რომ იმის გამო, რომ მუსიკა გადის ტვინის ნახევარსფეროებს, ის ქმნის ახალ ნერვულ გზებს ენისთვის.

მუსიკალური თერაპიის აქტივობები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტვინის ლინგვისტური ფუნქციების სპეციფიკური სტიმულირებისთვის, როგორიცაა ენის გაგება ან ენის წარმოება. მელოდიური ინტონაციური თერაპია – MIT – გამოიყენება მეტყველების გასაუმჯობესებლად აფაზიურ პაციენტებში (ბროკას ტიპი). მუსიკალური მეტყველების სტიმულაციის დახმარებით, ენის გაგება შეიძლება გაუმჯობესდეს მეტყველების წარმოების გარდა, სიმღერის მსგავსი მასალის გამოყენებით. ეს ასევე გამოიყენება ჯგუფურ მუსიკალურ თერაპიაში აფაზიის დროს.

რას გულისხმობს რიტმული მეტყველების ვარჯიში ?

რიტმული მეტყველების ვარჯიში RSC არის ეფექტური მეთოდი მეტყველების ვარჯიშისთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეენიშნებათ ენა ბორძიკი. გარდა ამისა, დიზართრიას სხვადასხვა ფორმა = ბუნდოვანი მეტყველება, მაგ. პარკინსონის დაავადების დროს) ან მეტყველების აპრაქსია. RSC მეტყველების ტრენინგი იყენებს ძირითად უნარებს, რომლებიც ყველა ადამიანშია. მეტრონომის გამოყენების საშუალებით ადგენს საუბრის სიჩქარეს.

მუსიკათერაპიის ფუნქცია:

  • სასწავლო ან დამხმარე ფუნქცია
  • თანმხლები სიმპტომების აღმოფხვრა
  • მუსიკა გამოიყენება როგორც კომუნიკაციის საშუალება

80 მილიონიან ქვეყანაში დაახლოებით 1 მილიონ პირს აქვს დადგენილი ენა-ბორძიკი.

magti 5g