LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმაურებიან ჯოლი-პიტის გაშორებას ქართულ სოცქსელებში – „და-ბრედ-ვაა?“

131

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოფიციალურად განქორწინდნენ. ეს ამბავი ჯოლის ადვოკატმაც დაადასტურა და თავად ბრედ პიტმაც. ამბობენ, რომ დამნაშავე მესამეა, მარიონ კოტიარი, ფრანგი „ოსკაროსანი“ მსახიობი, რომელთან ერთადაც პიტმა ახლახან მონაწილეობა ფილმში მიიღო.

ჯოლი-პიტის განქორწინებამ მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოწვია. მათ შორის, საქართველოშიც. სოცქსელებში შეხვდებით კომენტარებს, სერიოზულს თუ ხუმრობით დაწერილს, რომელთა საუკეთესო ნაკრებს „ფორტუნა“ წარმოგიდგენთ.

თეა ადეიშვილი:

„ჩვენ ადამიანებს (ხაზს ვუსვამ – ადამიანებს) მოგვწონს ლამაზი და შეყვარებული წყვილები, ისევ გვჯერა სიყვარულის უძლეველობის (მეტი მაგას რა ვუთხარი) და რაღაცნაირად ვიცავთ მას იმ ადამიანებში, ვინც მოგვწონს, ამიტომ გადაფარა სამყაროს ყველა უფრო მნიშვნელოვანი ნიუსი ჯოლი-პიტის ამბავმა (გაყრას არ ვიტყვი, სანამ ყველა დოკუმენტს ოფიციალურად არ გააფორმებენ :))).

ჰოდა ასე მწარედ ნუ წუხხართ რა ჩვენს დარდზე, თქვენს საქმეს მიხედეთო, ჭკუას რო გვარიგებთ, მშვიდად იყავით, საკუთარ სიყვარულსაც ვიცავთ და ოჯახებსაც :)))

მე ზოგადად ადამიანების მჯერა, ნამდვილი სიყვარული რომ არსად ქრება და ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ცალ-ცალკეც რომ მაგრები იქნებიან, ეგეც მჯერა, ალბათ, აღარ უნდოდათ, ჰიბრიდი ყოფილიყვნენ, ალბათ, საკუთარი ინდივიდუალიზმი გადაირჩინა ორივემ, ჩვენ მათ თაყვანისმცემლებს რა გვინდა, ეს მეასეხარისხოვანია, მე, მაგალითად, მეწყინება თუ უღალატა, ან რაღაც იდიოტურ ეჭვიანიბას შეეწირა ჩემი საყვარელი წყვილის ურთიერთობა, ჰოდა, ვღელავ რა, აი, თქვენი ამბები კი სულ არ მაინტერესებს საბედნიეროდ…“

ირაკლი გაფრინდაშვილი:

„და-ბრედ-ვაა?“

მაგდა წულაია:

„ეს ანჯელინა და პიტი გადაგვაგორებინა, და…“

ირინა სარიშვილი:

„ისე გულიანად ჭორაობენ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორებაზე, თან არ სჯერათ, რო ანჯელინა დაშორდა, არ იქნება მაგი მასე, პირიქით, ბრედმა მიატოვაო, აბა, რა ეგონა ჯოლისო, ან ეგ კაცი არ ყოფილა, ეს რა გააკეთაო, ან კიდე კაის სადა აქვს კაი ბედიო, რო სულ ყურში მესმის, ანჯელინა როგორ უკივის ბრედიკოს – შენ შემოგწირე ჩემი ახალგაზრდობა, გირეცხე, გილაგე, გიკეთე და ეს რა მიყავი ბიჭოო.

ვისთან წაეთრა ის საოხრეგასახმობი, ვიცით მაინც?“

magti 5g