LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ელოდი ამ დღეს… უშენობა ჯოჯოხეთია…“ – ტრაგიკულად დაღუპულ უტა ელიავას დღეს 25 წელი შეუსრულდებოდა

226
ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავა

14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მომხდარი შემთხვევიდან მალევე, მაშველებმა წყლიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს.

15 მაისს კი სამაშველო ჯგუფებმა მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.

ვიდეო:„ბოლოჯერ გნახე აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი…“ – რა კადრებს ავრცელებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

ავტომობილის მტკვარში გადავარდნის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ირკვევა, ტრაგიკულად დაღუპულ უტა ელიავას დღეს 25 წელი შეუსრულდებოდა.

„ჩემი ერთადერთი ძმა მტკვარმა წამართვა. უშენოდ მე არავინ ვარ, უტა“ – რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას და

„როგორ ელოდი ამ დღეს უტა

ჩემო სიცოცხლის აზრო, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, უშენობა ჯოჯოხეთია“, – წერს მისი მეუღლე.

rogor elodi am dghes uti💔 chemo sicocxlis azro… miyvarxar sicocxleze metad 💔 ushenoba jojoxetia💔💔💔💔💔

Posted by Gvantsa Uta on ორშაბათი, 26 მაისი, 2025

Uta გილოცავ დაბადების დღეს იმიერში💔

Posted by Lana Gurwkaia on ორშაბათი, 26 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g