2018 წელს ეკრანებზე „აქვამენი“ გამოდის, რომლის რეჟისორიც ჯეიმს ვანი იქნება. ამ ეტაპზე გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. ფილმში მტავარ როლებს ემბერ ჰერდი და ჯეისონ მომოა ასრულებენ. ჯონი დეპის ყოფილმა მეუღლემ სპორტდარბაზში ვარჯიშის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ემზადება ის ფილმის გადაღებებისთვის.
30 წლის მსახიობი თითქმის ყოველ დღე ვარჯიშობს, მისი მწვრთნელის თქმით კი, მსახიობს წარმოუდგენელი შედეგი აქვს და ეს ფილმშიც აისახება.