მაკა ჩიჩუა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ხშირად აქვეყნებს პატარა თემოს ფოტოებს, რომლებიც ძალიან ბევრ მოწონებას იმსახურებს.
ახალახან საქართველოს პირველმა ლედიმ ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც მისმა შვილმა, მაშომ გადაიღო. პრეზიდენტი თემოსთან ერთად აშკარად ძალიან მხიარულად ატარებს დროს. პატარა მამიკოს კისერზე ჰყავს შემოსმული…
„ერთნაირები“, „საყვარელი თემო“, „რამხელა ბიჭოა უკვე, ძალიან თბილი ფოტოა“, „ძალიან მიყვარს ეს ადამიანები“, „ორი პოზიტივი“ – ასეთ კომენტარებს ტოვებენ ფოტოებზე „ფეისბუქის“ მომხმარებლები.