,,როგორ ფიქრობთ, ვისთან ერთად?” – ამ სათაურით, Kygo-მ ,,ინსტაგრამზე” დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ პოსტით, ნორვეგიელმა დიჯეიმ ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. გაირკვა, რომ სინგლი დღის სინათლეს 28 ივნისს იხილავს, თუმცა დუეტის სახელწოდება და იმ შემსრულებლის ვინაობის დადგენა, ვისთანაც 27 წლის დისკ-ჟოკეიმ ითანამშრომლა, მან დროებით თაყვანისმცემლებს მიანდო.
ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობენ, რომ უცნობი მომღერალი შესაძლოა სელენა გომესი, კამილა კაბეიო ან უიტნი ჰიუსტონი იყოს.
View this post on Instagram
New single on Friday! ? Who do you think it’s with? ?
A post shared by Kygo (@kygomusic) on
შეგახსენებთ, რომ Kygo მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომლის რელიზის თარიღი ამ დრომდე უცნობია.