LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაჩნდა დუეტის ჩაწერის იდეა  – მაკა ზამბახიძე და ტატო გოდერძიშვილი

167
tatomaka

„რადიო დუეტს“ მაკა ზამბახიძე და ტატო გოდერძიშვილი სტუმრობდნენ, მათ გადაცემის ფარგლებში ახალი დუეტის პრემიერა გამართეს. როგორც აღმოჩნდა ტატო და მაკა ბავშვობიდან მეგობრობენ და ოჯახებით ახლობლობენ. მათი რიგით პირველი დუეტის, სოფი რაფაელას მუსიკასა და ტექსტზე შექმნილი სიმღერის არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, თავისი წვლილი კი ამ სიმღერაში ხვიჩა მაღლაკელიძემაც შეიტანა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ტატომ გასვლით კონერტებზე ისაუბრა, მაისში ჩეხეთსა და იტალიაში მიემგზავრება, მანამდე კი ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც შინდისის გირებს ეძღვნებათ. ნუგზარ თუშიშვილის მუსიკაზე და ნიკოლოზ გოდერძიშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა პირველი არხის ბაზაზე მომზადებულ გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ფილმში მოხვდება, რომელიც სწორედ შინდისის გმირებზეა.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g