LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაარჩინა შტორმში მოყოლილმა დედამ 4 თვის შვილი (ფოტო)

119

დედის სიყვარული რომ შეუფასებელია, ამას რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში მომხდარი ფაქტიც ადასტურებს. 23 წლის ფიონა სიმპსონი ავტომობილით 4 თვის ქალიშვილთან ერთად, 78 წლის ბებიის სანახავად მიემგზავრებოდა, როცა მოულოდნელად წვიმა დაიწყო. ფიონა იხსენებს, რომ მან მოისმინა გაფრთხილება, ძლიერი წვიმის შემთხვევაში უკან დაბრუნებულიყო, რადგან მოსალოდნელი იყო ძლიერ შტორმი. როგორც კი წვიმა გაძლიერდა, ფიონამ სიჩქარეს მოუმატა, თუმცა, ცუდი ხილვადობის გამო ავტომობლის მართვა რთულდებოდა. მალევე წვიმას შტორმი და ძლიერი სეტყვა მოჰყვა. როდესაც ახალგაზრდა დედამ შენიშნა, რომ სეტყვა მანქანის ფანჯრებს ამსხვრევდა, მომენტალურად გააჩერა ავტომობილი, მოიხსნა უსაფრთხოების ღვედი და უკანა სავარძელზე 4 თვის შვილს გადაეფარა.

ფოტოზე, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს რამდენად მძიმეა 23 წლის ფიონას დაზიანებები სხეულზე, თუმცა ახალგაზრდა დედის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 4 თვის გოგონა უვნებლად გადარჩა და მას ერთი დაზიანებაც კი არ აქვს. ფიონამ მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა. გოგონას გმირობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონის გამოეხმაურა და მას ყველაზე მამაცი დედა უწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები