LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაურჩა მძიმე ავარიას აშშ-ში მერიკო კარტოზია: „ამ ქურდს ეკიპაჟი მოსდევდა, ზემოდან დრონებით იღებდნენ. მე რომ დავბზრიალდი, მოძრაობა შეჩერდა…“

278
მერიკო კარტოზია

ტელესახე მერიკო კარტოზია, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ჟურნალ „თბილისელებთან“ იქ მომხდარ ავარიას იხსენებს, რომელსაც ხილული სასწაული დაარქვა:

„ამერიკაში ერთი ძალიან სახიფათო ამბავიც შემემთხვა: სამ იანვარს, ჩქაროსნულ, 95-ე მაგისტრალზე მანქანა შემომასკდა. საშინელ ავარიაში მოვყევი. საჭესთან მე ვიჯექი, მანქანაში ბავშვი მყავდა. იმ ტერიტორიაზე კრიმინალური უბნებია, ეს ცნობილი ამბავია. თეთრი „რენჯროვერი“, რომელიც მე შემომასკდა, ერთ-ერთ ქურდს ჰყოლია გატაცებული და სრულიად შეგნებულად შემომასკდა. ისეთი ძლიერი შეჯახება იყო, მოდრიფტავესავით სამი წრე გავაკეთე და მართლა ღმერთის წყალობით გადავრჩი. მაგისტრალზე, სადაც ავტომანქანები საათში, მინიმუმ, 100-120 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობენ, ტრაილერები დადიან და თან სულ გადატვირთულია, მანქანამ ისეთი ძალით გამიქნია, დღემდე ვერ ვხვდები, კიდევ სხვა მანქანა როგორ არ შემომასკდა, ან მე როგორ არ დავეჯახე სხვას. ბოლოს ბორდიურს შევასკდი და ამან გამაჩერა. ღმერთი რომ ჩამოდის და გზას გითავისუფლებს, მართლა ეს შეგრძნება მქონდა. სხვათა შორის, ეს ძალიან გახმაურებული ავარია იყო, „იუთუბზეც“ დევს ვიდეო. ამ ქურდს ეკიპაჟი მოსდევდა, ზემოდან დრონებით იღებდნენ. მე რომ დავბზრიალდი, მოძრაობა შეჩერდა, მათ შორის სამართალდამცველების მანქანებიც, თვითონ მანქანა მიატოვა და პოლიციას გაექცა. მართლა არ ვიცი, როგორ გადავრჩით, დღემდე ძალიან მიკვირს. მარტო მე კი არა, როცა მანქანის მდგომარეობა ნახეს და გაიგეს ეს სად მოხდა, ყველას უკვირდა ჩვენი გადარჩენა. მანქანა ისეთ დონეზე დაზიანდა, რომ ჯართში ჩავაბარეთ. ამ დღეს ხილული სასწაული დავარქვი, რადგან ეს მართლა სასწაული იყო. მადლობა ღმერთს, ჩქარა არ მივდიოდი და არც მერე დავბნეულვარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g