LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავიღოთ 360 გრადუსიანი ფოტო Android-ის სმარტფონით

1724

360 გრადუსიანი ფოტოები უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი 360 გრადუსიანი ფოტოების გადასაღებად საკმაოდ ძვირადღირებული გაჯეტია საჭირო, არსებობს მარტივი ალტერნატივაც – ჩვენი სმარტფონი ნორმალური კამერითა და საჭირო აპლიკაციით. 360 გრადუსიანი ფოტო წარმოადგენს არა ერთ, არამედ რამდენიმე მიმართულების ანარეკლს, რომელიც შეერთებულია ერთმანეთთან და 3D რენდერის წყალობით, იძლევა რეალისტურ, სივრცულ გამოსახულებას.

იმისათვის რომ 360 გრადუსიანი ფოტო გადავიღოთ, სტანდარტულად საჭიროა კამერა, რომელიც ჰორიზონტალურად განთავსებული სივრცული ხედვის ლინზითაა აღჭურვილი. მაგრამ რა ხდება როცა ამგვარ ფოტოს სმარტფონით ვიღებთ? სმარტფონის კამერით 360 გრადუსიანი ფოტოს გადაღებისას, ყველა იმ მიმართულებას, რომელიც 360 გრადუსიანი კამერა ავტომატურად ხედავს, ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვაფიქსირებთ, რის შემდეგაც კადრები ერთმანეთს ეწებება და იძლევა ფაქტობრივად მიახლოებულ შედეგს.

გთავაზობთ 3 აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ მეგობრების გაოცებას facebook-სა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში:

  1. Panorama 360 Camera (გადმოწერე აქ)
  2. Photo 360 by sfera (გადმოწერე აქ)
  3. Sphere – Camera (გადმოწერე აქ)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები