ჯანმრთელობის შენარჩუნება სახლის გარეთ კვებით სრულიად შესაძლებელია. საკმარისია იცოდეთ რამდენიმე პრინციპი, რომლებზეც სწარფი კვების ობიექტები მუშაობენ. სწორედ ისინი გაიძულებენ, გააკეთოთ ყველაზე არასასურველი არჩევანი, რომლის შემდეგაც აბაზანის სარკეში საკუთარი გამოსახულებით უკმაყოფილო რჩებით.
იმოქმედეთ ასეთი დაწესებულებების სურვილის საწინააღმდეგოდ და შეუკვეთეთ ის, რაც თქვენს გარეგნობას ან ჯანმრთელობას ყველაზე ნაკლებად ვნებს.
შეუკვეთეთ გააზრებულად
თქვენ დაახლოებით 4 წუთს ხარჯავთ ფასტფუდის მენიუდან შეკვეთაში. ამ 4 წუთის უმეტესი ნაწილი კი შერჩევას სჭირდება. დაწესებულების თანამშრომლებმა კარგად იციან, რომ სიჩქარე ბევრ არეულობას იწვევს. თქვენ ფიქრობთ საკვების გემოზე და არა მის სარგებლობაზე.
დააიგნორეთ გამოსახულება
ფასტფუდის ფოტოებზე გამოსახულია ის საკვები, რომელსაც ყველაზე დიდი მოგება მოაქვს. იცოდეთ, რომ ეს არის ყველაზე იაფად მოსამზადებელი საკვები, რომელიც ყველაზე დიდხანს ინახება. შესაბამისად, იცოდეთ, რომ მისი შეძენა ჯანსაღი ნამდვილად არ იქნება.
დაივალეთ კალორიები
როგორც 2015 წლის კვლევებმა აჩვენა, ადგილები, სადაც საკვების კალორიულობის ცხრილიც არის ნაჩვენები, შედარებით კარგია ჯანმრთელობისთვის, ასე რომ, გაითვალისწინეთ.
არასაჭირო საკვები
მენიუში, მარჯვენა მხარეს, როგორც წესი იაფფასიანი და კარგად გაყიდვადი საკვებია მოცემული, მაგალითად კარტოფილი ფრი. თუ მზერა მასზე შეჩერდა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, გენდომებათ თუ არა ის 5 წუთის შემდეგაც, როდესაც ძირითად შეკვეთას შეჭამთ. იფიქრეთ ფინანსებზეც.
წაიკითხეთ სწორი თანმიმდევრობით
ადამიანები მენიუს მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ კითხულობენ. არც ისე რთული მისახვედრია, რომ ყველაზე სასარგებლო და ამავდროულად, რესტორნისთვის ყველაზე წამგებიანი საკვები ქვემოდან ზემოთ მიმართულებით წერია.
თან წაიღეთ საკვები
კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვისაც საკვები თან მიაქვთ, 26%-ით ნაკლებს ჭამენ. როდესაც მიმატნს სთხოვთ, დარჩენილი საჭმელი წასაღებად მოგიმზადოთ, თქვენ წყვეტთ საკუტარ კუჭზე „ძალადობას“ და ზომიერად მიირთმევთ.