ყველას გვახსოვს და გვიყვარს მსახიობი ლამბერ ვილსონი 1983 წლის გახმაურებული ფილმიდან „საჰარა“, სადაც მისი პარტნიორი მომხიბვლელი ბრუკ შილდსია. „საჰარა“ უდავოდ იყო ყველაზე ლამაზი და წარმატებული როლი მსახიობისთვის, რამაც მისი კარიერა არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა.
თავად ლამბერი წარმოშობით საფრანგეთიდანაა, მისი მამაც, ჟორჟ ვილსონი, მსახიობი გახლდათ. თავდაპირველად ლამბერი მუსიკით იყო გატაცებული, მას რამდენიმე ალბომიც კი აქვს გამოშვებული.
საინტერესოა, რომ ფილმ „საჰარას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ლამბერი არაერთი პროექტით იყო დაკავებული, მის ფილმოგრაფიაში 100-მდე კინოსურათია. ამის პარალელურად მსახიობი გატაცებულია თეატრით და თავად არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული. ლამბერ ვილსონის ბოლო ფილმი ეკრანებზე სექტემბერში გამოვიდა და მისი სახელწოდებაა „მოდის სახლი”. ამჯერად მსახიობი 66 წლისაა.
ბრუკ შილდსის 16 წლის ქალიშვილმა, რომელიც დედის ასლია, პრემიერაზე ყველა დაჩრდილა
„დღის გმირი“ – 58 წლის ბრუკ შილდსი იხსენებს, როგორ გადაარჩინა ის ბრედლი კუპერმა