ამბროლაურის აეროპორტის პროექტის ფარგლებში 1100 მეტრიან ასაფრენ–დასაფრენ ზოლზე, სამანევრო ზოლზე და თვითმფრინავების სადგომზე სამუშაოები დასრულებულია.
ამჟამად მიმდინარეობს, საპატრულო გზის პროფილში გასწორება, სადრენაჟე კოლექტორების რკინა ბეტონის ჭების მოწყობა, შემოღობვის სამუშაოები.
ეს აეროდრომი განკუთვნილია 20-25 კაციანი საფრენი საშუალებების მისაღებად, პერსპექტივაში მცირე მოდენიზაციით აეროდრომი 50 კაციანი თვითმფრინავების მიღებასაც შეძლებს.
BLACK SEA GROUP-ის ინფორმაციით, პროექტი სრულ შესაბამისობაშია ამ ტიპის აეროდრომების მსოფლიო სტანდარტებთან ( ICAO), შესაბამისად ფრენების უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია ასაფრენ–დასაფრენი ზოლის ირგვლივ, ასევე თავსა და ბოლოში კონკრეტული უსაფრთხოების ზონები.
უსაფრთოხების კიდევ ერთი ეტაპი მდ.რიონზე ნაპირდამცავი კონსტრუქციის მშენებლობაა. კონსტრუქციას ტერმინალის მშენებლობის პარალელურად სხვა კომპანი აააგებს.