LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება განახლებული Citroen C3

270
cirtn-news20

მესამე თაობის ჰეტჩბეკმა Citroen C3 მთავარი განახლება მიიღო. კომპაქტურ მოდელს, რომელიც კროსოვერი C4 Cactus–ის სტილში იყო შესრულებული, შეუცვალეს წინა ნაწილი, ექსტერიერის დიზაინი და უსაფრთხოების ელექტრონული სისტემა.

Citroen–ში ამბობენ, რომ ახალი ექსტერიერის დეტალები ცოტათი კონცეპტ CXERIENCE–ს მოპარეს. განახლებული ჰეტჩბეკის ამოცნობა რადიატორის ბადით, ახალი ფარებით და სრულად განსხვავებული 17 დიუმიანი საბურავებითაა შესაძლებელი. პერსონალიზაციის პროგრამა დიზაინის 97 განსხვავებულ ვარიანტს მოიცავს და კლიენტს სასურველი ექსტერიერის თუ ინტერიერის შერჩევა შეეძლება. ახალი C3–ისთვის ორი ახალი ფერი –წითელი და ლურჯი შეირჩა.

გარდა ამისა, ჰეტჩბეკს კომფორტული სავარძლები Advanced Comfort დაუმონტაჟეს და თან უსაფრთხოების 11 სისტემა დაუმატეს. მათ შორისაა – აღმართზე ასვლისას დამხმარე, ნიშნების ამომცნობი ფუნქცია, შორი განათების ავტომატურად მართვა, უკანა ხედვის კამერა, ბრმა ზონების კონტროლი და ხაზში დგომა.

განახლებული Citroen–ის შეკვეთას ევროპელები რამდენიმე თვეში შეძლებენ და ბაზარზე ავტომობილის გამოსვლა ივლისიდან იგეგმება. ავტომობილის ფასიც მხოლოდ ამის შემდგე გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g