“ტესლა” ხელმძღვანელმა ექსპერიმენტალური გვირაბი გუშინ გახსნა და მოგვიანებით ქსელში პირველი ვიდეოც გამოაქვეყნა. გვირაბი უპილოტო ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი და მიწისქვეშ მათ 241 კმ/სთ-ის განვითარების საშუალება მიეცემათ.
გვირაბი 1,83 კილომეტრზეა გადაჭიმული და მისი დიამეტრი 3,7 მეტრს შეადგენს. მასში გადაადგილებას ელექტროქარები მხოლოდ სპეციალური სამაგრის საშუალებით შეძლებენ, რაც მათ მაღალი სიჩქარით სიარულის დროს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს ავტომობილებს ადამიანები მართავდნენ, თუმცა მომავალში მათ უკვე ავტოპილოტი გაუძღვება.
