ინტერნეტში მინი სერიალის „ახალგაზრდა პაპი“ (The Young Pope) გადაღების პროცესიდან პირველი კადრები გამოჩნდა. სერიალში რომის პაპის როლს ჯუდ ლოუ ასრულებს.
ფილმის გადაღება ვენეციაში მიმდინარეობს, რეჟისორი კი პაოლო სორენტინოა.
მინი-სერიალის გადაღების შესახებ მაისში გახდა ცნობილი. პროექტი 8 ეპიზოდისგან შედგება და ლენი ბელარდოს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს – გამოგონილი პერსონაჟი იტალიურ-ამერიკული წარმომავლობისაა და მას რომის პაპად აირჩევენ.
ლოუსთან ერთად ფილმში დაიან კიტონიც თამაშობს.
სერიალის გადაღება 2016 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს, თუმცა როდის იხილავს „ახალგაზრდა პაპს“ მაყურებელი, ჯერ-ჯერობით უცნობია.