LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება კაილი ჯენერის და ტრევის სკოტის 13 მილიონად ნაყიდი მდიდრული ვილა

75

8 თვის წინ, როცა კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი გოგონას მშობლები გახდნენ, საუბრობდნენ, რომ წყვილი ერთად არ ცხოვრობს და არც ქორწინებას ჩქარობს. როგორც ჩანს, მათი გეგმები შეიცვალა, რადგან ამ დღეებში ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა სატელევიზიო სახემ და რეპერმა ჭორებს წერტილი დაუსვეს.

ინსაიდერის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ბევერლი-ჰილზში მდებარე მდიდრული ვილა შეიძინეს.

13,45 მილიონი დოლარის ღირებულების აპარტამენტს დიდი საცურაო აუზი, საძინებელი, ორი მისაღები ოთახი, სამზარეულო, მარმარილოს სააბაზანოები და ავტოფარეხი აქვს.

აღსანიშნავია, რომ სახლი კარდაშიან-ჯენერების სხვა წევრების ვილებთან ახლოს მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები