თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუკზე ქეთევან დედოფლის გამზირის ფოტოებს აქვეყნებს.
კალაძის განცხადებით, გამზირის გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 14 ნოემბრიდან მთლიანად გაიხსნება.
„ნათქვამი გვქონდა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე ნოემბერში სამუშაოები სრულად დასრულებული იქნებოდა.
ამ დროისთვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.
შესაბამისად, უკვე ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება, როგორც ავტომობილებისთვის ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის,“ – განაცხადა მერმა რამდენიმე დღის წინ.