თბილისში საახალწლო სამზადისია. დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი დილიდან სტუმრებს მასპინძლობს. დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობა.
ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები.
დღის მეორე ნახევრიდან კი, სპეციალურად მოწყობილ სცენა მუსიკალური ბენდები და ქართული ესტრადის მომღერლებმა დაიკავეს.
საახალწლო სოფლიდან კადრებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში აზიარებს.