LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ყველაზე პოპულარული ქროსოვერების ტოპ–10

132

პორტალის focus2move ექსპერტებმა, გლობალურ საავტომობილო ბაზარზე, 2017 წლის ათი ყველაზე პოპულარული ქროსოვერი გამოავლინეს. პირველი ადგილი იაპონურმა მოდელმა Toyota RAV4–მა დაიკავა, მან წინა ლიდერს, Honda CR-V–ის გაასწრო. Toyota RAV4–ის გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 9,9%–ით გაიზარდა და 381 845 ავტომობილს შეადგენს. მეორე პოზიციაზე Honda CR-V გავიდა, კომპანიამ 2017 წლის პირველ ნახევარში 380 372 ავტომობილი გაყიდა. რაც შეეხება Volkswagen Tiguan–ს, ის 340 607–იანი ტირაჟით გაიყიდა და მესამე პოზიცია დაიკავა.

მეოთხე ადგილი Hyundai Tucson–ს ერგო, რომელზეც არჩევანი 286 185 ავტომოყვარულმა შეაჩერა, ლიდერთა ხუთეულს კი Nissan Qashqai ასრულებს, რომლის 253 838 ერთეული გაიყიდა. ყველაზე მოთხოვნად SUV–ში ასევე ჩინური Haval H6, იაპონური Nissan Rogue/Qashqai, სამხრეთ კორეული KIA Sportage და კიდევ ორი იაპონური ავტომობილი – Nissan X-Trail და Mazda CX-5 შედიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები