Me & Mom • მე & დედა ბიძინა კულუმბეგოვის პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს.
იმუნოლოგ-ალერგოლოგი იმ მთავარი სიმპტომების შესახებ საუბრობს, რაც ალერგიასა და ვირუსს ერთმანეთისგან განასხვავებს:
„ალერგიული სურდო ძირითადად არის წყლის მაგვარი გამონადენი და ცემინებაა ხშირი, ასევე ხშირად მას თან ახლავს თვალის სიმპტომატიკა თუ ეს სეზონურია, რაც ვირუსებისთვის და გაციებისთვის თვალის ჩართულობა ნაკლებად არის დამახასიათებელი თუ ადენოვირუსი არ არის, რომელსაც ცხელება ახლავს, ყელია საშინელ მდგომარეობაში, 40 გრადუსი სიცხე ახლავს და თვალის ჩაწითლება, ეს სპეციფიკური მდგომარეობაა. ალერგიას სიცხე პრაქტიკულად არ ახასიათებს, ამიტომ თუ სიცხე არ არის, თუ სურდო გახანგრძლივდა და თუ თვალის სიმპტომატიკაც ახლავს, მაშინ ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ არის სეზონური ალერგიული რინიტი, მაგრამ ხველის განსხვავება რთული სფეროა, რთული ნაწილია და აქ ჩვენი (ექიმების) ჩართულობა მნიშვნელოვანია…“ – ამბობს კულუმბეგოვი.
