LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გარდაიცვალა მშობლების კონფლიქტის დროს მცირეწლოვანი ბავშვი – შსს განცხადებას ავრცელებს

1083
gurjaani 44

გურჯაანში მშობლების კონფლიქტის დროს გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

გურჯაანში მშობლებს ოჯახური კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები