თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ და გსურთ, თქვენი პატარას ოთახი ერთდროულად კომფორტულიც იყოს და ორიგინალურიც, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ გამოცდილი დიზაინერების რჩევები.
* სკანდინავიური სტილი – ერთ ფერით და სხვადასხვა ტექსტურით (ქსოვილი, მაკრამე, ნატურალური ხე), მარტივად შეიძლება სადა, თუმცა მდიდრული ინტერიერის შექმნა.
* თავგადასავლების სამყარო – იალქნიან გემებზე, ეგზოტიკურ ქვეყნებსა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნება სწორედ ბავშვობაში იწყება.
* ზომიერი ვარდისფერი – აბსოლუტურად საკმარისია ინტერიერის ვარდისფერი დეტალებით გაფორმება და არაა საჭირო კედლების თვალისმომჭრელ ფერებში შეღებვა.
* მშვიდი და ნეიტრალური – თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცრისფერი, თუმცა შესაბამისი ნახატითა და ტექსტურით.
* ხასხასა ფერები – წითელი ფერის ზომიერად გამოყენება ოთახსაც გამოაცოცხლებს და ნაკლებად გამაღიზიანებელიც იქნება.
* მოდერნი – სადად მოწყობილ ოთახში თქვენი პატარა სიამოვნებით უმასპინძლებს სტუმრებს.
* რბილი პასტელის ფერები – ღია ფერებში გაფორმებულ ოთახში ბავშვი ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს.
* ცისარტყელას ფერები – გააფორმეთ კედლი ჭრელი ლაქებით და გაახალისეთ ოთახი ფერადი ავეჯით.
* კიდევ ერთხელ მოდერნი – თუ ავეჯი ერთი ფერისაა, შეგიძლიათ ოთახი სხვადასხვა ფერით გაახალისოთ.
* ყვითელი და მწვანე – ბავშვის ოთახს პრაქტიკულად ნებისმიერი ფერის ღია ტონი უხდება, თუმცა მწვანე და ყვითელი მართლაც საუკეთესო ვარიანტია.
* პროვანსის სტილი – მცირე ზომის ფარდაგი და ფუმფულა ბალიშები, აუცილებლად გაახარებს თქვენს პატარას.