ძილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მეცნიერებმა ერთ მარტივ ხერხს მიაკვლიეს – ინფორმაცია უახლესი ექსპერიმენტის შესახებ მაყურებელს „დილა მშვიდობისა საქართველომ“ გააცნო.
კოლუმბიისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტის შედეგად კი დადგინდა, რომ ყოველდღიურად ხილისა და ბოსტნეულის მიღება უძილობის პრობლემას აგვარებს.
კვლევაში მონაწილეობა 36 ადამიანმა მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 28 წელი იყო. ცდისპირები 201 დღის განმავლობაში სპეციალურ აპლიკაციაში კვების რაციონს აღრიცხავდნენ. მათ ძილის პროცესს კი მეცნიერები ხელზე მორგებული მოწყობილობის საშუალებით აკვირდებოდნენ.
მონაცემების ანალიზმა აჩვენა: იმ მონაწილეების ძილის რეჟიმი, რომლებიც დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ულუფა ხილს და ბოსტნეულს იღებდნენ, ძილი 16 პროცენტით გაუუმჯობესდათ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ხილისა და ბოსტნეულის დღიური რეკომენდაცია, სწორედ 5 ულუფაა.
მაგალითად ხილიდან: 2 ქლიავი, 2 მანდარინი, 2 კივი, 3 გარგარი, 7 მარწყვი, 14 ბალი, 6 ლიჩი და ასე შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცობით, მსოფლიოში ყოველი სამი ადამიანიდან ერთს ინსომნია ანუ უძილობა აწუხებს.