LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავერთოთ თვითიზოლაციაში – 6 რჩევა

92
Screenshot 2022-02-09 033512

მარტოობა ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში. არადა კორონავირუსის პანდემიის ხანაში სხვაგვარად წარმოუდგენელია.

სიმართლე ისაა, რომ იზოლაცია ძალიან მოსაწყენია. საათის ისრებზე მეტი ყურადღების მიქცევით დრო კიდევ უფრო შენელდება და ეს მოწყენილობაც თითქოს უსასრულოდ გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, უმჯობესია მეტი კრეატიულობა გამოიჩინოთ და სახლში გატარებული დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

აი რამდენიმე საინტერესო იდეა თქვენთვის:

  1. მადლიერების ჟურნალი

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ფურცელზე იმ სასიამოვნო რამეების ჩამოწერა, რისთვისაც მადლიერები ხართ, მენტალურ ჯანმრთელობაზე საოცრად მოქმედებს. მნიშვნელობა არ აქვს მადლიერებას მასშტაბური რამის გამო იხდით თუ პირიქით პატარ-პატარა სიამოვნებებისთვის, მთავარია წეროთ.

  1. ვირტუალური ტური

პანდემიურ რეალობაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ვირტუალური ტურები. ძალიან ბევრი მუზეუმის, თემატური პარკის და ზოოპარკის მონახულება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ასე რომ არჩევანი თქვენზეა და თქვენი ინტერესების შესაბამისად საინტერესო ექსკურსიას ნამდვილად იპოვით.

  1. გამოიწერე კარგი ახალი ამბები

ის თუ რა სიტუაციაა დღეს მსოფლიოში მარტივი აღსაქმელი ნამდვილად არ არის. ამიტომ იპოვეთ პლატფორმა სადაც მხოლოდ სასიამოვნო ამბებს აქვეყნებენ და დღე მათი დახმარებით გაიხალისეთ.

  1. დაასრულე კურსი

ინტერნეტი განათლების მიღების შესაძლებლობებით სავსეა. არსებობს უამრავი პლატფორმა, რომელიც თქვენი ინტერესების შესაბამისად ახალი რამეების სწავლას გთავაზობთ. არსებობს ასევე უამრავი უფასო აპლიკაციაც, სადაც სხვადასხვა ენას შეისწავლით.

  1. იშოპინგე ონლაინ

ზოგჯერ ონლაინ შოპინგი იმაზე ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მაღაზიებში სიარული. თანაც პანდემიურ რეალობაში ბევრ მაღაზიას უფასო მიტანის სერვისიც აქვს.

  1. ახალი ჰობი

იზოლაცია საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ახალი ჰობი შეიძინოთ. იდეალურ შემთხვევაში ეს ჰობი მეგობარსაც გაუზიაროთ და საინტერესო აქტივობით ერთად დაკავდეთ. იზოლაციის პერიოდში მხოლოდ ონლაინ და შემდეგ უკვე სხვანაირად გართობაც შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები