ხალები ბევრ ადამიანს აქვს და ყველა შეიძლება კანის სიმსივნედ იქცეს. ამის შესახევ “გარდიანი” წერს. თუ ხალი მელანომა აღმოჩნდა, ეს საშიშია და ფატალურადაც სრულდება ხოლმე, მაგრამ სრულად განკურნებაც შესაძლებელია, თუ რეგულარულად შეამოწმებთ და პრევენციასაც დაიწყებთ.
თქვენი კანი სამ-ოთხ თვეში ერთხელ უნდა შეამოწმოთ. ყველაზე კარგი საშუალება წელიწადში ერთხელ თქვენს სხეულის კლინიკაში გადაღებაა. უნდა შეამოწმოთ, სადმე სხვა ხალებიც ხომ არ გაჩნდა ან რომელიმე ხომ არ შეიცვალა. ხომ არ გახდა ასიმეტრიული ან ფერი ხომ არ შეიცვალა, ან ზომაში ხომ არ იზრდება. ზოგადად, ახალი ხალების გაჩენა ნორმალურია, მაგრამ არსებულს უნდა დააკვირდეთ.
ლონდონის კანის კლინიკის წამყვანი სპეციალისტი კლერ გრილი ამბობს, რომ ხალებს განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვისი ოჯახის წევრსაც კანის სიმსივნე ჰქონია.
პრევენციისთვის : არ გახვიდეთ შუადღის მზეზე, ატარეთ მზის სათვალეები, დაიფარეთ ხალი ან მზის დამცავი წაისვით.