როგორ გავხდეთ ბედნიერები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა აგნი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.
რა არის ბედნიერება?
ბედნიერება სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ჩვენში, ადამიანებში. ბედნიერებას სიტყვებით ვერ აღწერ, ის გამოიხატება ემოციებით. უბრალოდ ხარ ან იქნები ბედნიერი, მაშინ როდესაც გაიგებ რაში მდგომარეობს ცხოვრების არსი, გეცოდინება სიყვარული, იქნები დამთმობი, კეთილი და ა.შ. უბრალოდ უნდა დავუკვირდეთ პატარა წვრილმანებს, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ რომ დეტალებშია.
ბედნიერების მთავარი მიზანია ცხოვრება და ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი უმნიშვნელოვანესი მიზანია – ბედნიერება. ცხოვრებაში უნდა იყო ბედნიერი და ცხოვრება გაგვხვდის ბედნიერს.
ბედნიერება არ მოითხოვს რაღაც მტკიცებულებას ვინმეს ან რამეს მიმართ. არ არის საჭირო ადამიანი დაარწმუნო, რომ ის ადამიანია, არც ის, რომ მოკვდავი ადამიანი დაარწმუნო, რომ ის მოკვდავია. იგი რამდენადაც შესაძლებელია უნდა დაარწმუნო, რომ გახდეს უკვდავი და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იცხოვროს იმის მიხედვით, რაც ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანია მასში. ის მოცულობით პატარაა, მაგრამ უნარითა და ღირსებით ყველაფერს ჭარბობს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ყოველი ადამიანი წარმოადგენს სწორედ იმას, რაც მასში არის ძირითადი და საუკეთესო. ის რაც ბუნებრივად დამახასიათებელია თითოეულისთვის, სწორედ ის არის მისთვის უმთავრესი და ყველაზე უფრო სასიამოვნო.
ძველ ეგვიპტელებს არაჩვეულებრივი წარმოდგენა ჰქონდათ სიკვდილზე. მათ სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ, სულს ზეცაში ხვდებოდნენ ღმერთები და უსვამდნენ ორ კითხვას: ცხოვრებაში იპოვეს თუ არა ბედნიერება და შენმა ცხოვრებამ სხვებსაც თუ მიანიჭა ბედნიერება. ამით წყდებოდა მათი სულის ბედი, თუ სად დაიმკვიდრებდნენ სასუფეველს – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში.
საქმე ისაა, რომ ბედნიერების ზუსტი ფორმულირება არ არსებობს. ისეთი, რომელიც ყველას მოერგება. ბედნიერება არ არის მხოლოდ გრძნობა, მატერიალური უზრუნველყოფა ან კეთილდღეობა.

რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
ჩვენ ადამიანები შეიძლება ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, ვივიწყებთ დეტალებით ტკბობას, ველით რაღაც გრანდიოზულს და ა.შ. მაგრამ თუ გვსურს უფრო ხშირად ვიყოთ ბედნიერები, მაშინ უბრალოდ დავუსვათ საკუთარ თავს ხშირად კითხვები და ვუპასუხოთ მათ.
მაგ: რა გხდის ბედნიერს
რა გაფერხებს ბედნიერებამდე
რატომ მსურს ვიყო ბედნიერი
ვარ თუ არა ბედნიერი და რა მჭირდება ამისთვის
რა არის ჩემთვის ბედნიერება
ვინ ან როგორი ვიქნები თუ მე ვიქნები ბედნიერი….
ხშირად ისეც ხდება, როცა კითხვებზე პასუხები არ მოეპოვებათ, გამოსავალს ვერ პოულობენ და ფარხმალს ყრიან. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პასუხის არ ქონაში საგანგაშო არაფერია. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ კითხვებზე მეპოვა სწორი და გააზრებული პასუხები, არასოდეს დამიყრია ფარხმალი. დღესაც ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვებს, არის შემთხვევები ერთი და იგივეს რამდენჯერმეც, იქამდე სანამ სწორედ იმ პასუხს არ მივიღებ რაც ჩემთვის და ჩემი ბედნიერებისთვის მართებულია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე ბედნიერი ვარ და ბედნიერება შემოიფარგლება ყველაფრით.

ბედნიერება ხომ ინდივიდუალურია…
ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ჩიტების ჭიკჭიკი, ლამაზი კაბის ყიდვა, შვილები, ოჯახი, მანქანა და ა.შ მაგრამ უმეტესობა ჰო დროებითია? და თუ გვსურს ბედნიერება იყოს ხანგრძლივი გაგიზიარებთ ერთ მარტივ გზას ბედნიერების მოსაპოვებლად.
მაგალითად, თუ დაღლილობა გვიშლის ხელს ბედნიერებაში და გსურთ მოიხსნათ, ჩამოიშოროთ ის, ან ერთფეროვანი ცხოვრება შეცვალოთ ფერადად, პოზიტიურად, მრავალფეროვნად, ასევე ძალდატანების გარეშე განახორციელოთ ყოველი თქვენი ჩანაფიქრი, მიზნები, სურვილები და მოიზიდოთ უსაზღვროდ დადებითი ენერგია, მაშინ ძალიან მარტივად შეგიძლია უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში სახიდან არ მოიშოროთ ღიმილი და თუ დღის ბოლოს იგრძნობთ ცვლილებებს და რა თქმა უნდა იგრძნობთ კიდეც, გაიმეორეთ ისევ რამდენიმე დღე და ღიმილი აქციეთ ბედნიერებისთვის ჩვევად.
ასევე ღიმილს შეგვიძლია დავუმატოთ სიყვარული, თბილი სიტყვები, ჩახუტება, მოფერება, მადლიერება და გავუგზავნოთ, გავუზიაროთ ყველას ვინც კი გაგახსენდებათ – საკუთარ მშობლებს, შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს. მათაც კი, ვინც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ ან ურალოდ თქვენზე უარყოფითად მოქმედებს. თუ ზემოთ ხსენებულ – სიყვარულით სავსე ღიმილს სამყაროს გაუგზავნით, მაშინ მერწმუნეთ, ბედნიერება უკვე თქვენშია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი


