უძრავი ქონების გაყიდვის კომპანია, რომელიც ბილმა თითქმის 50 წლის წინ დააარსა, უზარმაზარ იმპერიად გადაიქცა და მილიარდობით დოლარადაა შეფასებული. მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მისი წარმატების მთავარი საიდუმლო არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდობაში მიიღო.
მანამ სანამ საკუთარ ბიზნესს დაიწყებდა, ამერიკელმა ათობით განსხვავებული საქმიანობა გამოცადა. თითოეულმა საქმემ მას მუყაითი შრომა და გამძლეობა ასწავლა, წლებთან ერთად ეს ჩვევები გახდა კიდეც სიმდიდრის მთავარი გარანტი.
კამინგსის აზრით, წარმატების მიღწევა სახლიდან გაუსვლელად შეუძლებელია. ის ფიქრობს, რომ ლიდერი მუდმივად ოფისში უნდა იყოს თავის გუნდთან ერთად. მისი მოვალეობაა სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას გამოუვალი სიტუაციები თუ პრობლემები.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან თვისებად ბილი აქტიურობას მიიჩნევს. ბიზნესმენმა უნდა ისწავლოს და კოლეგებსაც ასწავლოს კარგი შანსების ამოცნობა და ხელიდან არ გაშვება. ასეთ სიტუაციებში უმოქმედობა ნიშნავს, რომ წარმატება უბრალოდ გვერდით ჩაგივლით.
ცოტა ხნის წინ მილიარდერმა თავისი წარმატების შესახებ წიგნიც დაწერა. მან ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ცოლთან ერთად ერთობ მოკრძალებულად ცხოვრობს და ფულის უაზროდ ხარჯვას ერიდება.