LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ აეროფობიას – ადრენალინი

36
Fear-of-flying

ის ხალხი, ვისაც ნამდვილად აძრწუნებს ფრენაზე ფიქრიც კი, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს შეადგენს. ისინი ახლოსაც არ ეკარებიან აეროპორტს. შეუძლიათ ადვილად თქვან უარი მომგებიან ნებისმიერ საუკეთესო შემოთავაზებაზე და სხვა დანარჩენ სასიხარულო ემოციებზე, თუ კი ამისთვის თვითმფრინავში ჩაჯდომა ხდება საჭირო. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანებს უწოდებენ აეროფობიებს. ზოგადად აეროფობიას ფრენის დროს მიღებული ძლიერი სტრესი იწვევს. მაგალითად ცუდი ამინდის პირობებში გადაჯდომის შეფერხება, რყევა და სხვა სიტუაციები. მაგრამ ყველაზე ხშირად პანიკის მიზეზი თვითონ ადამიანი ხდება.

ხანგრძლივი დეპრესია და ემოციური მოშლა ხშირად ფრენის დროს შიშის პროვოცირების მიზეზია. თუ ამგვარი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, სრულიად შესაძლებელია, მან ფარული ნევროზიც გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ, საქმე ნერვულ აშლილობას ეხება, მაშინ ფობიის დამარცხება შესაძლებელია. ფრენის წინ ხშირად შფოთავენ ის ადამიანები, ვისაც სიმაღლისა და ჩაკეტილი სივრცის შიში აქვს. ამ დროს ადამიანს უოფლიანდება ხელები, უხშირდება გულისცემა, უჭირს სუნთქვა და თუ დროულად დაწყნარებას ვერ ახერხებს, ეწყება პანიკა.

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს ამ პრობლემის დასაძლევად:

– სუნთქვის გასაადვილებლად თქვენკენ ვენტილატორის ჰაერი მიმართეთ.

– ისუნთქეთ ნელა და ღრმად. გააკეთეთ კონცენტრირება ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე. სუნთქვა თანაბარი უნდა იყოს. ეცადეთ არაფერმა შეგიშალოთ ხელი ( გაიხსენით პერანგის საკინძი, მოიხსენით საათი და ბეჭდები).

– დაანებეთ ფიქრს თავი, შეავსეთ კროსვორდი თუ ამის საშუალებაა, უყურეთ კინოს, ან უბრალოდ წაეჭორავეთ თანამგზავრებს.

– მიირთვით რამე. საკვები მაღლა წევს შაქრის დონეს ორგანიზმში. ეს კი შფოთვისა და შიშის შეგრძნებას აქვეითებს. ამავე დროს, კვების პროცესი გაგათავისუფლებთ უსიამოვნო აზრებისგან. – მოსვით ტომატის წვენი. მარილი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. გაუწყლოების პირობებში ორგანიზმი ინსტინქტურად ითხოვს მარილსა.

– უარი თქვით ყავაზე. იგი აღაგზნებს ნერვულ სისტემას და მხოლოდ გაგიმძაფრებთ შიშსა და ნევროზს ფრენის დროს.

– იარეთ კურსებზე. სპეციალისტებს შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი პრობლემის მოგვარებაში.

– მიიყვანეთ თქვენი შიშის გრძნობა უკიდურესობამდე. იფიქრეთ ყველაზე ცუდ შედეგზე, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ. თუ დასავლელ ფსიქოლოგებს ვენდობით, ეს მეთოდი ადამიანს ფობიის დაძლევაში ეხმარება. საქმე იმაშია , რომ გარკვეულ მომენტში ორგანიზმი უბრალოდ გადაიღლება შიშით და საბოლოოდ მოეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები