LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

606
ნათია უტიაშვილი

როგორ გავუმკლავდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა, არტთერაპევტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა.

რატომ გვიჭირს გაჩერება და დასვენება, თუნდაც როცა ძალიან გვჭირდება?

ჩვენს საზოგადოებაში დასვენება ხშირად „დაკარგულ დროდ“ მიიჩნევა. ეს მოდის ჩვენი კულტურიდან, სადაც პროდუქტიულობა ყველაფერზე მაღლა დგას. ბევრს გვაქვს„დანაშაულის გრძნობა“, როცა ვისვენებთ, თითქოს „უნდა“ რაღაცას ვაკეთებდეთ. ფსიქოლოგიურად ეს დაკავშირებულია შფოთვასთან – გვეშინია, რომ თუ გავჩერდებით, ჩამოვრჩებით, რაღაცას ისე ვერ გავაკეთებთ, რაღაც გაფუჭდება. სინამდვილეში, დასვენება აუცილებელია, რომ უფრო მეტად პროდუქტიულები გავხდეთ, უფრო მეტად მივიღოთ სიამოვნება, ვიფიქროთ, ვიზრუნოთ სხეულზე. ეს დღის განმავლობაშიც შეგვიძლია გავაკეთოთ:

გამოვიყენოთ შესვენება, დავლიოთ ყავა, ჩაი, ანუ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა და მოგვცემს განტვირთვის საშუალებას. უნდა გვახსოვდეს, რომ დასვენება არ არის სისუსტე, ეს არის ჩვენი გონებისა და სხეულის „რესტარტი“, რომელიც ძალიან გვჭირდება. ჩვენი ცხოვრება სწრაფია და დატვირთულია მრავალმხრივი პასუხისმგებლობებით: სამსახური, ოჯახი, სოციალური ქსელები – ამ ყველაფრის მიღმა ხშირად გვავიწყდება საკუთარ ემოციებზე ზრუნვა და შესვენება. დასვენება, ჩემ გამოცდილებით, არა მხოლოდ ფუფუნებაა, არამედ აუცილებელი რესურსია ჩვენი ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

რა არის ემოციური დაღლილობა და როგორ ვლინდება ის ჩვენს ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით ზაფხულში?

ფიზიკური გადაღლილობა მოდის ქრონიკული დაღლილობის, უძილობის და იმუნიტეტის დაქვეითების სახით. თუმცა ემოციური გადაღლა უფრო სიღრმისეულია – ის ხშირად იწვევს შფოთვის, განცალკევებისა და სულიერი სიცარიელის გრძნობას. ემოციური დაღლილობა ჩნდება, როცა მუდმივად უმკლავდები სტრესს, ცდილობ, ყველას მოერგო, ან გადაჭრა რთული სიტუაციები. სიმპტომებია: გაღიზიანება, მოტივაციის ნაკლებობა, ან განცდა, რომ „არაფერი მინდა“. ხშირად ვფიქრობთ, ეს „უბრალოდ დაღლილობაა“, მაგრამ ეს გონების სიგნალია, რომ პაუზა გვჭირდება. მაგალითად, თუ სამსახურში ყველაფერი გვაღიზიანებს, ან სახლში„გამორთული“ ხარ, ეს შეიძლება იყოს ემოციური გადაწვის დასაწყისი. ერთი ჩემი კლიენტი ამბობდა, რომ თავს „რობოტად“ გრძნობდა, სანამ არ დაიწყო ემოციების გაცნობიერება და მიხვდა, რომ ემოციურად იყო გადაღლილი. მნიშვნელოვანია, ეს მდგომარეობა დროულად შევამჩნიოთ. როდესაც დაღლილობა სიღრმისეულად ვლინდება.

ზაფხულში უფრო რთულია მუშაობა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  1. სეზონური ფაქტორები: მაღალი ტემპერატურა ამცირებს კონცენტრაციას, ზრდის დაღლილობას და შეიძლება გააძლიეროს გაღიზიანება.
  2. „დასვენების რეჟიმი“: ზაფხული ასოცირდება შვებულებასთან, მოგზაურობასთან, რაც ქმნის განცდას, რომ „ყველა ისვენებს, მე კი მიწევს მუშაობა“.
  3. ბუნებრივი რიტმი: მზის ხანგრძლივი საათები ზოგჯერ არღვევს ძილის რეჟიმს, რაც ემოციურ გადაწვას უწყობს ხელს.

ეს ყველაფერი კი იწვევს: მოტივაციის კლებას: ზაფხულში ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, მეტი დრო გაატარონ გარეთ, რაც ამცირებს სამუშაოსადმი ინტერესს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მივცეთ თავს უფლება, გავჩერდეთ.

რა გვაძლევს ენერგიას, ან სად ვიპოვოთ ენერგია, მაშინ თუ თავს გადატვირთულად ვგრძნობთ?

ენერგიის აღდგენა იწყება იმის გააზრებით, რა გვაძლევს სიხარულს. ეს არ უნდა იყო რთული, შეიძლება იყოს უბრალოდ გასეირნება, მეგობრებთან საუბარი, ან 5 წუთი სიჩუმე. მნიშვნელოვანია, გვქონდეს „რიტუალები“, რომლებიც გვავსებენ. მაგალითად, ყოველდღე 10 წუთი გამოვყოთ საკუთარი თავისთვის.

ტვინი, როცა დასვენების საშუალებას მიეცემა, გამოყოფს ჰორმონებს – დოფამინს და სეროტონინს, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს კარგ განწყობას და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს. ამიტომ, ხარისხიანი დასვენება გვაძლევს მეტ ენერგიას, შემოქმედებითობას და ცხოვრების აღქმას სიამოვნებად.

ახლა კი, მინდა გაგიზიაროთ 7 პრაქტიკული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, იპოვოთ სიმშვიდე, ისწავლოთ დასვენება და აღიდგინოთ ემოციური ბალანსი:

  1. გააკეთეთ პაუზა გაცნობიერებულად: გამოყავით 5 წუთი დღეში, რომ ისუნთქოთ ღრმად ან ისხდეთ სიჩუმეში. ეს აღადგენს ენერგიას.
  2. ისწავლეთ „არა“-ს თქმა: თუ ძალიან ბევრს ითხოვენ, დაიცავით თქვენი დრო და ენერგია.
  3. შექმენით „სიხარულის მომენტები“: იპოვეთ, რა გაბედნიერებთ (ჩაი, მუსიკა, წიგნი) და გააკეთეთ ყოველდღე.
  4. დაწერეთ ემოციები: თუ გადატვირთული ხართ.
  5. გამორთეთ შეტყობინებები: მინიმუმ 30 წუთი გაატარეთ ტელეფონის შეტყობინებების გარეშე, რომ გონებამ დაისვენოს.
  6. გაისეირნეთ ბუნებაში: 10-15 წუთი გარეთ გატარებული დრო ამცირებს შფოთვას და აღადგენს ემოციურ ბალანსს.
  7. იყავით მადლიერი: ყოველ საღამოს იფიქრეთ 3 რამეზე, რისთვისაც მადლიერი ხართ, ეს მოგცემთ სიმშვიდეს.
magti 5g