LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ მუცლის ტკივილს – ადრენალინი

51
261738206-313435563948167-4667627478230455158-n

მუცლის ტკივილთან დაკავშირებული დისკომფორტი ყველას განუცდია. მიუხედავად ფართო გავრცელებისა, უეცრად აღმოცენებული მუცლის ტკივილის იგნორირება არ შეიძლება – საკმაოდ ხშირად ის სერიოზული პრობლემების მაუწყებელია.

თუ უჩივით მუცლის დაჭიმვას, სისხლიან ან კუპრისმაგვარ განავალს, სისხლიან ღებინებას, ცხელებას, შესაძლოა ამისი მიზეზი იყოს აპენდიციტი ანუ ჭიანაწლავის ანთება, ნაწლავური ინფექცია, ნაწლავებიდან სისხლდენა, წყლული, პანკრეატიტი ან ნაწლავთა გაუვალობა. ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა ქირურგიულ სტაციონარში. თუ ტკივილი იწყება მუცლის ზედა ნაწილში, გულის სარქველთან ან მარჯვენა ფერდქვეშ, და გადაეცემა მარჯვენა ბეჭში, შესაძლოა მის პროვოცირებას იწვევს ცხიმიანი საკვების მიღება და არ არის გამორიცხული გქონდეთ ნაღვლის ბუშტის კენჭები და მწვავე ქოლეცისტიტი.თუ კივილი წელისაკენ გადაეცემა და შემდეგ სასქესო ორგანოებისკენ გადაინაცვლებს, შესაძლოა მიზეზი თირკმლის კენჭი ან თირკმლის სიმსივნე იყოს. თუ ასეთ ტკივილს ერთვის ტემპერატურის მომატება, შესაძლოა პაციენტს თირკმლის ან შარდის ბუშტის ინფექცია ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილში და თან ახლავს სისხლიანი ან ლორწოვანი განავლის გამოყოფა, შესაძლოა პაციენტს წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავთა ანთებითი დაავადება ჰქონდეს. აქაც აუცილებელია ექიმთან მისვლა. თუ გაქვთ წყლისებრი ფაღარათი, ცხელება, კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა ან ღებინება, შესაძლოა ეს ვირუსული გასტროენტერიტი იყოს. უნდა მიიღოთ სითხის შემავსებელი ხსნარი, რომლის მოსამზადებელ ფხვნილსაც აფთიაქში შეიძენთ. ტემპერატურის დასაწევად შეგიძლიათ მიიღოთ ასპირინი. თუ სიმპტომებმა 2 დღეზე მეტ ხანს გასტანა ან განავალში შეინიშნება ლორწო ან სისხლი, მიმართეთ ექიმს.

თუ გაიშვიათებული გაქვთ ნაწლავების მოქმედება, ან გიწევთ ზედმეტი დაძაბვა ნაწლავთა მოქმედებისას, დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა ყაბზობა იყოს. ეცადეთ მიიღოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები და სათანადო რაოდენობის სითხე. თუ ტკივილი ან წვის შეგრძნება მოიცავს მუცლის ზედა ნაწილს და ქრება ან მცირდება ჭამის შემდეგ, მიზეზი გასტრიტი ან წყლულია. შეგიძლიათ მიიღოთ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მიმართეთ ექიმს, ხოლო თუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული და ერთვის წვა შარდვისას, ეს ცისტიტის იგივე შარდის ბუშტის ანთების ნიშანია. თუ მიგაჩნიათ, რომ პრობლემა სერიოზულია, ექიმს დაუყოვნებლივ დაუკავშირდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები