LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა სწორად – ობისა და ნადების მოშორების მეთოდები

435
BeFunky-collage - 2025-11-09T002605.780

სარეცხი მანქანის სისუფთავე ყველა ოჯახში მნიშვნელოვანი საკითხია.

საინტერესოა, რა არის ყველაზე ეფექტური საშუალება სარეცხი მანქანის გასაწმენდად.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენი სარეცხი მანქანის სიღრმისეულად გასუფთავებას.

დროთა განმავლობაში, ჭუჭყიანი, სარეცხი საშუალებების ნარჩენები შეიძლება დაგროვდეს თქვენს მანქანაში, რაც გამოიწვევს უსიამოვნო სუნს და ობის განვითარებას.

სანამ სარეცხი მანქანის გაწმენდას დაიწყებთ, რამდენიმე აქსესუარი უნდა შეაგროვოთ:
თეთრი ძმარი
საცხობი სოდა
მიკროფიბრის სალფეტკი
კბილის ჯაგრისი
ღრუბელი (გუპკა)
ვედრო

სარეცხი მანქანის წმენდა გარედან

დაიწყეთ სარეცხი მანქანის გარედან წმენდით. გამოიყენეთ მიკროფიბერის სალფეტკი და რბილი საწმენდი ხსნარი გარე ზედაპირების გასაწმენდად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახელურებს. თუ ჩამჯდარი ლაქები აქვს, გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი მათ მოსაშორებლად.

გაასუფთავეთ სარეცხი საშუალებების დისპენსერი

შემდეგ ამოიღეთ სარეცხი დისპენსერი და კარგად გაასუფთავეთ. ნარჩენების მოსაშორებლად გამოიყენეთ ღრუბელი და თბილი საპნიანი წყალი. თუ ძნელად მისადგომი ადგილებია, გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი ნაპრალებს შორის მოსახვედრად.

გაასუფთავეთ სარეცხი მანქანა ძმრით და სოდით

გაასუფთავეთ სარეცხი მანქანის ბარაბანი.

შეავსეთ ვედრო ცხელი წყლით და დაამატეთ ერთი ჭიქა თეთრი ძმარი.
ჩაასხით ძმრის ხსნარი სარეცხი საშუალებების დისპენსერში.
დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა პირდაპირ ბარაბანში.
გააჩერეთ მანქანა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა აერიოს ძმარი და წყალი.
გაუშვით ცხელი რეცხვის რეჟიმი სარეცხ მანქანაში.
გააჩერეთ მანქანა, ხსნარი ერთი საათის განმავლობაში, უნდა დაშალოს ნებისმიერი დაგროვებული ნადები.
ისევე ერთხელ კიდე ამუშავეთ ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმზე.

რეჯიმის დასრულების შემდეგ ბარაბნის შიდა ნაწილი მიკროფიბერის სალეფეტკით გაწმინდეთ.

სარეცხი მანქანის ფილტრის გასუფთავება

და ბოლოს, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ფილტრი. ფილტრის მდებარეობა დამოკიდებულია თქვენი სარეცხი მანქანის მარკასა და მოდელზე, ამიტომ შეამოწმეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო კონკრეტული ინსტრუქციებისთვის. როგორც კი იპოვით ფილტრს, ამოიღეთ და კარგად გაწმინდეთ თბილი საპნიანი წყლით.

ამ ნაბიჯების დაცვით, შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი სარეცხი მანქანა სუფთა და საუკეთესო მდგომარეობაში. რეგულარული გაწმენდა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თქვენი ტანსაცმლის უფრო სუფთა რეცხვას, არამედ გაზრდის თქვენი აპარატის ექსპლუატაციის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g